სოფელი მინდაძეები - იაილა კიკიბო

მარშრუტის ტიპი: წრიული;
მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნო, საველოსიპედო;
მარშრუტის სირთულე:  საშუალო;
მარშრუტის საერთო სიგრძე32,1კმ.;
მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე ზღვის დონიდან2641 მ.;
მარშრუტის ხანგრძლივობა12 საათი და 40 წუთი;
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივი;
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: მაისი -სექტემბერი

მარშრუტი არ არის მარკირებული

მარშრუტი იწყება დაბა ხულოსა და სოფელი ღორჯომის დამაკავშირებელი საავტომობილო გზიდან, სოფელ მინდაძეების გადასახვევთან. მარშრუტი ასფალტირებულ, საავტომობილო გზას მიუყვება. გადასახვევიდან სოფელი დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებითაა. მინდაძეების გავლის შემდეგ, გზის საფარი იცვლება და მაღალი გამავლობის მანქანებისთვის განკუთვნილ გრუნტიან გზას მიუყვება ტყეში. 8 კილომეტრის გავლის შემდეგ,   გადავდივართ მდ. ჩუდუროულის ხეობაში, გაშლილ ვაკეზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უამრავი აქტივობის ჩატარების ადგილია. აქ დღესასწაულებზე თავს იყრიან როგორც აჭარელი, ასევე ადიგენისა და გურიის რეგიონის მწყემსები. ამ ადგილს ადგილობრივები ჩუდუროულს უწოდებენ.

ჩუდუროულიდან ჩრდილო- დასავლეთით მდინარის ნაპირს უნდა გაუყვეთ. გზა გატყევებულია, მაგრამ ბილიკი ემჩნევა, წინ მანიშნებელი ბოძი შეგხვდებათ, საიდანაც ისევ ჩრდილო - დასავლეთით გაუყვებით მდინარეს და მოგზაურობას  ძველი სამარხილე გზით იაილა ჯანჯღნარისაკენ გააგრძელებთ.

იაილაზე ასვლის შემდეგ, გეზს დასავლეთით აიღებთ და უღელტეხილს მიადგებით, სადაც ბილიკს სამანქანო, გრუნტიანი გზა კვეთს და აღმოსავლეთით  იაილა ლეკნარისაკენ გრძელდება, საინტერესო ადგილს „ბოდიში“-ს გაივლის და სოფელ ღორჯომისა და კურორტ ბახმაროს დამაკავშირებელ საავტომობილო გრუნტიან გზას უერთება. ჩრდილოეთით, ბილიკი  მთა ტბისერისკენ მიუყვება. გზად გაივლით კარჩხლიკაპანად წოდებულ ადგილს, მთა საწერავს და  ჩახვალთ უღელტეხილ ჭიდილაზე, სადაც მარშრუტი ისევ   ღორჯომისა და ბახმაროს დამაკავშირებელ, გრუნტიან, მაღალი გამავლობის მანქანებისათვის განკუთვნილ საავტომობილო გზაზე გადის და სოფელი ღორჯომისკენ მიდის. 3 კილომეტრის გავლის შემდეგ, შედიხართ იაილა კიკიბოში და დანიშნულების ადგილსაც აღწევთ.

წრიული მარშრუტი  იაილა კიკიბოდან გრძელდება და გრუნტიან, საავტომობილო გზას უღელტეხილ ჭიდილასკენ მიუყვება. აქედან სამხრეთ - აღმოსავლეთით, მთა საწერავისკენ მიმავალ ბილიკზე უნდა გადახვიდეთ, რომელიც ჯერ მთა ტბისერზე ადის, შემდეგ კი  კარჩხლიკაპანზე. ალპური მინდვრებით გადაივლით მთას და უღელტეხილზე ჩახვალთ, სადაც სამანქანო გზა იკვეთება. გზაჯვარედინზე საავტომობილო გზა ჩრდილო - აღმოსავლეთით იაილა ჯანჯღნარისკენ ჩადის, აღმოსავლეთით - საავტომობილო გზით იაილა ლეკნარისკენ, სამხრეთ- აღმოსავლეთით კი ჩუდუროულისკენ გრძელდება.

ჩუდუროულიდან უკვე გრუნტიანი საავტომობილო გზა გადადის ტყეში, რომელსაც სოფელ მინდაძეებში ჩაყავხართ.

სხვა მარშრუტები

ადგილი ბოდიში - სათოვლიას ...

მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საფეხმავლო, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო მარშრუტის საერთო სიგრძე: ...

გოდერძის უღელტეხილი-ალმას ...

მარშრუტის ტიპი:   საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...

გოდერძის უღელტეხილის წრიუ ...

მარშრუტის ტიპი:  წრიული, საველოსიპედო;მარშრუტის სირთულე:  საშუალო;მარშრუტის  ...

დაბა ხულო - სოფ. ზედა დეკ ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან სოფ. ქედლებამდე - 4.8 კმ.; ხ ...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში ...

    მარშრუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კი ...

ხაბელაშვილები-ჯვარიმინდორ ...

მარშრუტის ტიპი: შერეული- საცხენოსნო, საველოსიპედე, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშუალ ...