მერისის ხეობა

 

 

  • მარშრუტის ტიპისაავტომობილო
  • მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ.
  • მანძილი ქედის ცენტრიდან მერისის ხეობამდე  – 9,5 კმ./11 კმ. /16 კმ.
  • მოგზაურობის ხანგრძლივობა – 5-6 საათი
  • სირთულე - მარტივი
  • გზის საფარი – ასფალტირებული, სოფლის გრუნტოვანი
  • სიმაღლე ზღვის დონიდან – საწყისი -505 მ., საბოლო -693 მ.
  • სიმაღლე ზღვის დონიდან – მთა მთივნარი 1566 მ. 
  • ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა - სრული

 

სოფელი მერისი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვს დაისვენოს ბუნებაში, გაეცნოს აჭარულ სოფელს და ტრადიციებს, დააგემოვნოს გამორჩეული კერძები, დატკბეს უნიკალური მერისული ფოლკლორით ან დალაშქროს ალპური მთები.

მერისის ხეობის ძირითად ტურისტულ მარშრუტზე  მოგზაურობა შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში, იგი მარკირებულია და განთავსებულია ტურისტული მანიშნებლები, რაც გაგიადვილებთ მოგზაურობას. მერისის ხეობაში გამგზავრებამდე, შეგიძლიათ მოინახულოთ ზენდიდის ციხე, ასევე ქედის ცენტრში მდებარე  ეთნოგრაფიული მუზეუმი და გაეცნოთ ქედის მუნიციპალიტეტის ისტორიას. მარშრუტი იწყება ქედის ცენტრიდან და მიემართება მერისის ჩანჩქერისკენ. გზად შეგხვდებათ საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შესაძლებელია შესვენება და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება, ან სულაც რამდენიმე დღით დარჩენა. მერისის ჩანჩქერი 30 მეტრიდან ეშვება, სიმწვენეშია ჩაფლული და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩანჩქერიდან მარშრუტი იმავე გზით ბრუნდება უკან გუნდაურის მინერალური წყლებისკენ  და „გვახას“ საპიკნიკე-საბანაო ადგილისკენ მიემართება. გზა გრუნტისაა და იდეალურ პირობებს ქმნის ველოსიპედით მოგზაურობისთვის. გვახას საპიკნიკე ტერიტორიიდან მარშრუტი სოფელ  გარე ტყისკენ გადადის, საიდანაც ულამაზესი ხეობის ხედები იშლება. აქ მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში ოთხი თაობის შთამომავლები გიმასპინძლებენ. აქვე საშუალება გექნებათ მოუსმინოთ ან შეისწავლოთ მერისული ფოლკლორი.

ზაფხულსა და შემოდგომაზე  შესაძლებელია მერისის ხეობის მთების დალაშქვრა. მარშრუტი  იწყება ქედის ცენტრიდან,  გზა სოფელი მერისის ტყით დაფარული ფერდობების გავლით, მთივნარამდე მიემართება, თანდათან უფრო რთულდება და იდეალურ პირობებს ქმნის ჯიპ ტურის მოყვარულთათვის, რაც რელიეფის სირთულით არის განპირობებული. მარშრუტი  მთის ფერდობებზე მრავალწლოვანი  ხეებით  გაკვალულ  გზას მიუყვება. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის დროს  დატკბებით  ულამაზესი პეიზაჟებით. დაახლოებით 10 კმ.-ის გავლის შემდეგ, მთავრდება შერეული ტყე და იწყება სუბალპური მდელოები. ამ ადგილს „მთივნარი“ ქვია. აქ განლაგებულია მწყემსების სამყოფელი სახლები, უხვადაა საკარვე და საპიკნიკე ადგილები. 

ტრანსპორტი

მიკროავტობუსი ბათუმი - მერისი, ყოველდღე 15:00 , 15:30, 16:00, 16:30, 17:00, 17:30
მერისი - ბათუმი, ოველდღე 07:30,  08:00,  08:30
ფასი - 3 ლარი.
მიკროავტობუსი ბათუმი-გარეტყე ყოველდღე - 15:30
გარეტყე - ბათუმი ყოველდღე - 15:30
ფასი - 3 ლარი.
მიკროავტობუსები გადის ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან, მის.: მაიაკოვსკის ქ.№1

ტრანსპორტისა და გიდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად,  დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს, შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: +995 577 90 90 91 / +995 577 90 90 93

ან  ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა კონტაქტებიც შეგიძლიათ იხილოთ ვებ- გვერდზე gobatumi.com

სხვა მარშრუტები

მტირალას ეროვნული პარკი

პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო მანძილი ბათუმ ...

გოდერძის უღელტეხილი-ალმა ...

მარშრუტის ტიპი:   საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...

ხიხაძირი - შუამთის ტბები ...

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შუამთის ტბებიდან ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკი საქართვ ...

სხალთა-ხიხანის ისტორიულ- ...

  მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104,3 კმ. ხანგრძლივობა: 2 სთ 30 წთ. ...

ადგილი ბოდიში - სათოვლიას ...

მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საფეხმავლო, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო მარშრუტის საერთო სიგრძე: ...

გოდერძის უღელტეხილის წრიუ ...

მარშრუტის ტიპი:  წრიული, საველოსიპედო;მარშრუტის სირთულე:  საშუალო;მარშრუტის  ...