მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, ცალმხრივი;
მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნო, საველოსიპედო;
მარშრუტის სირთულე: მარტივი;
მარშრუტის საერთო სიგრძე: 20 კმ.;
მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე ზღვის დონიდან: 1925 მ.;
მარშრუტის ხანგრძლივობა: 9-10 საათი;
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივ;
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: აპრილი -სექტემბერი
მარშრუტი არ არის მარკირებული
მარშრუტზე მოგზაურობისას, ბილიკი საქართველო- თურქეთის საზღვარს უახლოვდება, რომლის გასავლელადაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მიერ გაცემული სპეციალური საშვი დაგჭირდებათ. საშვის მისაღებათ ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://bpg.gov.ge/en/page/public-relations/information-for-tourists
სოფ. ოქტომბერი- მთა დიდვაკე
მარშრუტი სოფელ ოქტომბერში იწყება და მაღალი გამავლობის მანქანებისთვის განკუთვნილ გრუნტიან სამანქანო გზას მიუყვება ტყეში. 10 კილომეტრს სერპანტინებით გაივლით და მთა დიდვაკეზე ახვალთ, სადაც საზაფხულო დასახლებაა.
მთა დიდვაკეზე ასვლისთვის საჭიროა სპეციალური საშვი სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტიდან.
სოფ წაბლანა- მთა ღომა
ბილიკი სოფელი მერისიდან იწყება მაღალი გამავლობის მანქანებისთვის განკუთვნილ გრუნტიან სამანქანო გზით, სოფელ გარეტყეს გაივლის და სერპანტინით ნაკონაღვარის საზაფხულო დასახლებაში ადის.
აქედან პანორამული ხედი იშლება ირგვლივ მდებარე იაილებზე. ნაკონაღვარიდან შესაძლებელია გზის გაგრძელება მთა დიდვაკისაკენ, მაგრამ ეს ადგილი სასაზღვრო ზოლთან ახლოსაა და გადასაადგილებლად სპეციალური საშვია საჭირო.
მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: წრიული,სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო,საველოსიპე ...
უჩხოს კანიონინგი სოფელი უჩხო მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელი ცნობი ...
მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მან ...
მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა ...
მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო ს ...
მარშრუტის ტიპი: წრიული, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის საერთო ...