მარშრუტის ტიპი: წრიული, საველოსიპედო;
მარშრუტის სირთულე: საშუალო;
მარშრუტის საერთო სიგრძე: 24 კმ.;
მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე ზღვის დონიდან: 2352 მ.;
მარშრუტის ხანგრძლივობა: 6-7 საათი;
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრული;
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: აპრილი -სექტემბერი
მარშრუტი არ არის მარკირებული
მარშრუტი კურორტი გოდერძიდან იწყება, კერძოდ კურორტზე მდებარე საბაგირო გზის ქვედა სადგურიდან, საიდანაც ველოსიპედებთან ერთად საბაგიროთი ახვალთ და მარშრუტზე დაეშვებით. (თუ ზაფხულში საბაგიროთი არ ხერხდება ზედა სადგურამდე ასვლა, მაშინ მარშრუტი გოდერძის უღელტეხილიდან უნდა დაიწყოთ). სვლა გოდერძის უღელტეხილამდე, 5 კილომეტრის მანძილზე გრუნტიან სამანქანო გზაზე მიმდინარეობს, ხოლო მას შემდეგ, რაც გეზს მწვანე ტბისკენ აიღებთ, ბეტონის საავტომობილო გზაზე გადადის.
გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე (6,4 კმ.) იაილა ლოდიძირისა და რიყეთის გავლით გადახვალთ. აქ შეგიძლიათ ცოტა ხნით შეისვენოთ.
მწვანე ტბიდან მარშრუტი ჩრდილოეთით, შავი ტბისკენ გრძელდება. იაილა დიდაჭარას შესასვლელთან გადასახვევი შეგხვდებათ, საიდანაც დასავლეთით მიმავალი გზა იაილაში შედის, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით - შავი ტბისკენ. აქედან შავი ტბა 1,8 კმ.-ის მოშორებითაა.
შავი ტბიდან უკან იაილა დიდაჭარისკენ სხვა გზით დაბრუნდებით, ამ შემთხვევაში გზა 1,2 კმ.-ია. აქედან გზა ისევ სამხრეთ-დასავლეთით, გრუნტიან სამანქანო გზაზე გრძელდება.
იაილა დიდაჭარიდან სოფელ დანისპარაულამდე 6,4 კმ.-ია. სოფლიდან 3,5 კმ. გრუნტიანი სამანქანო გზის გავლის შემდეგ, წრიული მარშრუტი ისევ საბაგიროსთან ბრუნდება.
მარშრუტის ტიპი: საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...
მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინ ...
მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა ...
მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104,3 კმ. ხანგრძლივობა: 2 სთ 30 წთ. ...
უჩხოს კანიონინგი სოფელი უჩხო მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელი ცნობი ...
მარშრუტის ტიპი: წრიული, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის საერთო ...