ბრილი-ლელთის ტბა-ხაბელაშვილები (ჭვანის ხეობა)

მარშრუტის ტიპი: წრიული, საავტომობილო (4/4)
მარშრუტის სირთულე:  საშუალო
მარშრუტის საერთო სიგრძე: 40,7კმ.
მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე ზღვის დონიდან:
1620მ.
მარშრუტის
ხანგრძლივობა: 1 დღე
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივი
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: მაისი -სექტემბერი

 

მარშრუტი ჭვანას ხეობაში სოფელი ბრილიდან იწყება, რომელიც შუახევის ცენტრიდან 20 კმ.-ით არის დაშორებული. სოფელი გამორჩეულია ბუნებით, ხედებით, ულამაზესი ტყითა და საფეხმავლო ბილიკებით. ბრილში ძირითადად პატარა, ხის სახლები დგას, რაც მას ავთენტურ იერს უნარჩუნებს. აქვე მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში შეგიძლიათ დაისვენოთ და წაიხემსოთ, სურვილის შემთხვევაში ღამეც გაათიოთ.

სოფელი ბრილი ერთადერთი ადგილია რეგიონში, სადაც თიხა მოიპოვება. დაინტერესებულ პირებს შეუძლით თიხის კარიერისა და საწარმოს დათვალიერება. ბრილიდან მარშრუტი მიემართება სოფელი ინწკირვეთისკენ, სადაც მიწიდან 65 მ. სიმაღლეზე მდებარეობს რკინის ხიდი ხეობაზე გადასახედით. სოფლიდან უკან დაბრუნებულები გრუნტოვანი გზით ადიხართ ნაღვარევში და ლელთის ტბაზე.

სიმწვანეში ჩაფლული  ლელთის ტბის  ირგვლივ გვირილების მინდორი და საპიკნიკე ადგილებია. ტბაზე შეგიძლიათ ტივით გაისეირნოთ, სადაც კავკასიური ტრიტონი ბინადრობს. ცნობილია, რომ ამ ტბაში, წყალი ყოველთვის ერთ დონეზეა.

ლელთის ტბიდან ჩადიხართ სოფელ ხაბელაშვილებში, სადაც მოინახულებთ სამსაუკუნოვან ხის თაღოვან ხიდს,  რომელიც გამორჩეულია თავისი ავთენტურობით, არქიტექტურით, გამოყენებული მასალით და გადახურვის ტექნოლოგიით. ხიდი სიმწვანეშია ჩაფლული და მნახველზე ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ჭვანის ხეობაში აგრეთვე მოინახულებთ ოთოლთას ციხეს (XI-XIII სს.)

  

 

 

route

სხვა მარშრუტები

ზამლეთი-ხიხაძირი-ჩირუხი-შ ...

მარშრუტის ტიპი: შერეული, საავტომობილო (მოკლე საფეხმავლო გადახვევებით);მარშრუტის სირთულე:&n ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვე ...

    მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო ...

თაგო - სხალთის საფეხმავლო ...

    მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ ...

სხალთა-ხიხანის ისტორიულ- ...

  მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104,3 კმ. ხანგრძლივობა: 2 სთ 30 წთ. ...

ხულო - სოფ. თაგო - მთა არ ...

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედემარშრუტის სა ...

ჩირუხი- შუამთის ტბები

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო, საველოსიპედემარშ ...