მარშრუტის ტიპი: წრიული
მარშრუტის სიგრძე - 50 კმ
გზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო გრუნტიანი გზა
მარშრუტის სირთულე - საშუალო
მანძილი ბათუმიდან - 27 კმ
მანძილი ბათუმამდე -23 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან დასაწყისში 3 მ, დასასრულს 50 მ
ველოსიპედის სადგომი: 2
საპიკნიკე ადგილი: 1
ველომარშრუტის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ გახვიდეთ ქალაქგარეთ, მოინახულოთ ულამაზესი ადგილები, გზად დაათვალიეროთ ბათუმის ღირშესანიშნაობები, ზღვისა და მთის უმშვენიერესი პანორამული ხედები, ასევე მდინარეები, მთები და ტყეები.
მარშრუტი იწყება ბათუმის ბულვარიდან და მიუყვება ბულვარის ველობილიკს (6 კმ) აეროპორტის გადასახვევთან შევუხვევთ მარცხნივ და გავივლით აეროპორტის ტერიტორიას, მდინარე ჭოროხზე, საავტომობილო ხიდის გავლით ვაგრძელებთ გზას ახალსოფლის მიმართულებით, ჭოროხის მარცხენა სანაპიროს გაყოლებით გავივლით ულამაზეს სოფლებს, ხეხილისა და მანდარინის ბაღებს და მახოს ხიდის გადაკვეთის შემდეგ, გადავდივართ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, საიდანაც გზა გრძელდება ბათუმი-ახალციხის მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე და აუყვება მაჭახელას ხეობას. მაჭახელას ხეობისკენ მიმავალი მთავარი გზიდან მარშრუტი უხვევს სოფ მირვეთისკენ, გადაკვეთს მდინარე ჭოროხზე არსებულ დაკიდულ ხიდს და სასოფლო გრუნტოვან გზაზე, დაახლოებით 1 კილომეტრის გავლის შემდეგ, მივდივართ დანიშნულების პუნქტთან - სოფელ მირვეთის საპიკნიკე ტერიტორიასთან, სადაც მოინახულებთ მირვეთის ჩანჩქერს, XII საუკუნეში აგებულ თაღოვან ხიდს და ბზების ხეივანს. აქვე შესაძლებელია კარვების გაშლა, მწვადის შეწვა და მდინარეში ბანაობა.
უკანა გზა - მარშრუტი უკან ეშვება ბათუმი-ახალციხის მთავარ ავტომაგისტრალზე მახოს ხიდის გავლით ხელვაჩაურის მიმართულებით. ნახევარი გზის გავლის შემდეგ გზა უხვევს მარცხნივ, მეჯნისწყალზე, სადაც დგას ნიშნული, მოასფალტებული გზით მივდივართ აეროპორტის გზაჯვარედინთან და ამის შემდეგ გზა სრულდება იქ, საიდანაც დაიწყო მარშრუტი თავდაპირველად.
მარშრუტის დაწყება შესაძლებელია, როგორც ბათუმიდან, ასევე სოფელ აჭარისწყლიდან, რომელიც მდებარეობს ბათუმიდან 17 კმ მოშორებით. იმ შემთხვევაში თუ მოგზაურობას დაიწყებთ სოფელ აჭარისწყლიდან, საჭიროა ველოსიპედების მიტანა სპეციალური ტრანსპორტით დანიშნულ ადგილამდე, შემდეგ კი ველოსიპედებით გაგრძელება სოფელი მირვეთისკენ.
ტრანსპორტი
როგორ მივიდეთ მირვეთამდე და სად ვიქირავოთ ველოსიპედი?
ზოგადად სოფ. მირვეთამდე მისვლა შესაძლებელია მაჭახელას მიმართულებით მიმავალი მუნიციპალური ტრანსპორტით ( სამარშრუტო ტაქსი ) მგზავრობის ღირებულება 2 ლარი.
ქვედა ჩხუტუნეთი -ბათუმი 07:00
ბათუმი ქვედა ჩხუტუნეთი 16:00
ზედა ჩხუტუნეთი -ბათუმი 09:00
ბათუმი- ზედა ჩხუტუნეთი 12:30
ტრანსპორტი გაივლის მირვეთის დაკიდულ ხიდთან , რომლისგანაც საპიკნიკე ტერიტორია და ჩანჩქერი 1 კილომეტრში მდებარეობს.
ორგანიზებული ინდივიდუალური ან ჯგუფური ექსკურსიით
ტაქსით ( დაახ. 80 ლ ) ან საკუთარი ტრანსპორტით
ველოტურის ორგანიზება ველოსიპედის ქირაობა
"ველომან ექსტრიმი"
მის: ქ. ბათუმი, პუშკინის ქუჩა №116
სამუშაო საათები: 11:00 - 20:00
ტელ: +995 555 916 421
Email: velomanextreme@gmail.com
"მერკური ტური"
მის: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა №3ა
ტელ: +995 597 87 00 47
Email: info.mercuritour@gmail.com
რეკომენდაცია
სოფ. მირვეთში ყველა ხიდი არის ძალიან ვიწრო , ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ნაგვის მანქანებით შესვლა , ამიტომ ნარჩენების გატანა ხდება ხელით.
უახლოესი ნაგვის ურნა მდებარეობს მირვეთის დაკიდულ ხიდთან ( 1 კმ მანძილში ).
მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მან ...
მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან ...
მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: წრიული,სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო,საველოსიპე ...
მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული: ბათუმი - სოფელი ზედა ჩხ ...
მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინ ...
პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო მანძილი ბათუმ ...