ბრილი-ლელთის ტბა-ხაბელაშვილები (ჭვანის ხეობა)

მარშრუტის ტიპი: წრიული, საავტომობილო (4/4)
მარშრუტის სირთულე:  საშუალო
მარშრუტის საერთო სიგრძე: 40,7კმ.
მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე ზღვის დონიდან:
1620მ.
მარშრუტის
ხანგრძლივობა: 1 დღე
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივი
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: მაისი -სექტემბერი

 

მარშრუტი ჭვანას ხეობაში სოფელი ბრილიდან იწყება, რომელიც შუახევის ცენტრიდან 20 კმ.-ით არის დაშორებული. სოფელი გამორჩეულია ბუნებით, ხედებით, ულამაზესი ტყითა და საფეხმავლო ბილიკებით. ბრილში ძირითადად პატარა, ხის სახლები დგას, რაც მას ავთენტურ იერს უნარჩუნებს. აქვე მდებარე საოჯახო სასტუმრო სახლებში შეგიძლიათ დაისვენოთ და წაიხემსოთ, სურვილის შემთხვევაში ღამეც გაათიოთ.

სოფელი ბრილი ერთადერთი ადგილია რეგიონში, სადაც თიხა მოიპოვება. დაინტერესებულ პირებს შეუძლით თიხის კარიერისა და საწარმოს დათვალიერება. ბრილიდან მარშრუტი მიემართება სოფელი ინწკირვეთისკენ, სადაც მიწიდან 65 მ. სიმაღლეზე მდებარეობს რკინის ხიდი ხეობაზე გადასახედით. სოფლიდან უკან დაბრუნებულები გრუნტოვანი გზით ადიხართ ნაღვარევში და ლელთის ტბაზე.

სიმწვანეში ჩაფლული  ლელთის ტბის  ირგვლივ გვირილების მინდორი და საპიკნიკე ადგილებია. ტბაზე შეგიძლიათ ტივით გაისეირნოთ, სადაც კავკასიური ტრიტონი ბინადრობს. ცნობილია, რომ ამ ტბაში, წყალი ყოველთვის ერთ დონეზეა.

ლელთის ტბიდან ჩადიხართ სოფელ ხაბელაშვილებში, სადაც მოინახულებთ სამსაუკუნოვან ხის თაღოვან ხიდს,  რომელიც გამორჩეულია თავისი ავთენტურობით, არქიტექტურით, გამოყენებული მასალით და გადახურვის ტექნოლოგიით. ხიდი სიმწვანეშია ჩაფლული და მნახველზე ყოველთვის განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. ჭვანის ხეობაში აგრეთვე მოინახულებთ ოთოლთას ციხეს (XI-XIII სს.)

  

 

 

route

სხვა მარშრუტები

სოფ. მილისი - მთა მილისი ...

მარშრუტის ტიპი:  გამჭოლი;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საველოსიპედო;მარშრუტ ...

დაბა ხულო - სოფ. ზედა დეკ ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან სოფ. ქედლებამდე - 4.8 კმ.; ხ ...

დაბა ხულო - სოფ. უჩხო - ს ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 9,5 კმ.ასფალტირებული გზა - 6.8 ...

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან   ...

ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნ ...

მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც ...

ზამლეთი-ხიხაძირი-ჩირუხი-შ ...

მარშრუტის ტიპი: შერეული, საავტომობილო (მოკლე საფეხმავლო გადახვევებით);მარშრუტის სირთულე:&n ...