მარშრუტის ტიპი: წრიული, საველოსიპედო;
მარშრუტის სირთულე: საშუალო;
მარშრუტის საერთო სიგრძე: 24 კმ.;
მაქსიმალური სიმაღლე მარშრუტზე ზღვის დონიდან: 2352 მ.;
მარშრუტის ხანგრძლივობა: 6-7 საათი;
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: სრული;
მარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: აპრილი -სექტემბერი
მარშრუტი არ არის მარკირებული
მარშრუტი კურორტი გოდერძიდან იწყება, კერძოდ კურორტზე მდებარე საბაგირო გზის ქვედა სადგურიდან, საიდანაც ველოსიპედებთან ერთად საბაგიროთი ახვალთ და მარშრუტზე დაეშვებით. (თუ ზაფხულში საბაგიროთი არ ხერხდება ზედა სადგურამდე ასვლა, მაშინ მარშრუტი გოდერძის უღელტეხილიდან უნდა დაიწყოთ). სვლა გოდერძის უღელტეხილამდე, 5 კილომეტრის მანძილზე გრუნტიან სამანქანო გზაზე მიმდინარეობს, ხოლო მას შემდეგ, რაც გეზს მწვანე ტბისკენ აიღებთ, ბეტონის საავტომობილო გზაზე გადადის.
გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე (6,4 კმ.) იაილა ლოდიძირისა და რიყეთის გავლით გადახვალთ. აქ შეგიძლიათ ცოტა ხნით შეისვენოთ.
მწვანე ტბიდან მარშრუტი ჩრდილოეთით, შავი ტბისკენ გრძელდება. იაილა დიდაჭარას შესასვლელთან გადასახვევი შეგხვდებათ, საიდანაც დასავლეთით მიმავალი გზა იაილაში შედის, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით - შავი ტბისკენ. აქედან შავი ტბა 1,8 კმ.-ის მოშორებითაა.
შავი ტბიდან უკან იაილა დიდაჭარისკენ სხვა გზით დაბრუნდებით, ამ შემთხვევაში გზა 1,2 კმ.-ია. აქედან გზა ისევ სამხრეთ-დასავლეთით, გრუნტიან სამანქანო გზაზე გრძელდება.
იაილა დიდაჭარიდან სოფელ დანისპარაულამდე 6,4 კმ.-ია. სოფლიდან 3,5 კმ. გრუნტიანი სამანქანო გზის გავლის შემდეგ, წრიული მარშრუტი ისევ საბაგიროსთან ბრუნდება.
მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო ...
აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შუამთის ტბებიდან ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკი საქართვ ...
მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: წრიული,სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო,საველოსიპე ...
მარშრუტის სიგრძე: 3,6 კმ. ტიპი: ხაზოვანი ტურის სირთულე: ექსტრემალური ლანდშაფტი: მთაგორიანი პროფე ...
მარშრუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კი ...
მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო ს ...