ხულო

 

მანძილი ბათუმიდან: 85 კმ
ფართობი: 710 კვ/კმ
მოსახლეობა: 36 ათასი.
www.khulo.ge

ხულო ყველაზე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია აჭარაში, რომელიც მდიდარია ისტორიული ღირშესანიშნაობებით ისეთით, როგორიცაა შუასაუკუნეებში აგებული ხიხანის ციხე და სხალთის მონასტერი, ფლორითა და ფაუნით, ბუნებრივი რესურსებით, მინერალური წყლებით. მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი კურორტებით, როგორიცაა ბეშუმი, გოდერძი, ქედლები. ხულოს ბუნებრივ ღირშესანიშნაობათა შორის გამოირჩევა მწვანე ტბა, რომელიც მდებარეობს კურორტ გოდერძიდან 6 კმ. მოშორებით, აქვე კურორტ გოდერძიდან რამდენიმე კილომეტრშიალპური ბოტანიკური ბაღიც. როცა ხულოში მოხვდებით აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ტრადიციული ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები კაიმაღი, ბორანო, სინორი, ნაღბიბორა. ხულოში ფუნქციონირებს კურორტი  ბეშუმი და სათხილამურო კურორტი გოდერძი

ძირითადი აქტივობები  ხულოში:

1. დააგემოვნებთ რძის პროდუქტები და განსაკუთებული ტექნოლოგიით დამზადებულ აჭარულ ჩლეჩილ ყველს;
2. მოუსმენთ ადგილობრივ უხუცესთა ანსამბლ ბერმუხას მიერ განსაკუთრებულ ქორეოგრაფიულ შესრულებას;
3. ზაფხულში დაკავდებით ცურაობით მწვანე ტბაზე და დალაშქრავთ ხიხანის ციხე;
4. მოინახულებთ XII-XIIIსაუკუნეში აგებულ ისტორიულ სხალთის მონასტერს;
5. დააგემოვნებთ ადგილობრივ, ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეულსა და ხილს.

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები ხულოში:
ალპური ბოტანიკური ბაღი,
ხიხანის ციხე (XII),
კომპლექსი ციხისყელი-ვარციხე(XI),
სხალთის მონასტერი(XII),
უჩხოს ხიდი(XI-XIII), 
შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმი სხალთის ხეობაში.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიხაძირი, დანისპარაული, ელელიძეები, თაგოსა და სხალთაში შესაძლებელია დარჩეთ რამდენიმე დღით და შეიგრძნო ტრადიციული აჭარული სოფლის ყოფა-ცხოვრება, მიირთვათ ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული ეკოლოგიურად კერძები და მიიღოთ მონაწილეობა კულინარიულ მასტერ-კლასში.
ღამისთევა სამჯერადი კვებით ფასი 50 ლარიდან.

მარკირებუილი საფეხმავლო მარშუტები: ხიხანის ციხე (9,5 კმ) სოფელი თაგო – სხალთის ხეობა (9 კმ)

ტრანსპორტი: მიკროავტობუსი გადის ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან
მის: მაიაკოვსკის  ქ. № 1
საათში ერთხელ (მგზავრობის საფასური 5 ლარი) შიდასასოფლო ტრანსპორტი გადის ხულოს რაიონის ცენტრიდან.

მარშრუტები

დაბა ხულო - სოფ. ზედა დეკ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან სოფ. ქედლებამდე - 4.8 კმ.; ხ...

დაბა ხულო - სოფ. უჩხო - ს...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 9,5 კმ.ასფალტირებული გზა - 6.8...

ღორჯომის ხეობა - მთა ლეკნ...

მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც...

ხულო - სოფ. თაგო - მთა არ...

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედემარშრუტის სა...

სხალთა-ხიხანის ისტორიულ-...

  მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104,3 კმ. ხანგრძლივობა: 2 სთ 30 წთ. ...

თაგო - სხალთის საფეხმავლო...

    მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ...

სამთო-სათხილამურო კურორტი...

მდებარეობა: აჭარა, ხულომანძილი ბათუმიდან: 115 კმმანძილი ხულოდან: 25 კმზღვის დონიდან : 2 000 მმაქსიმა...