მაჭახლობა

„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. სპეციალურად ამ დღესასწაულთან დაკავშირდებით, თემატური დეკორაციით ფორმდება ტერიტორია მაჭახლის ხეობაში და ეწყობა სცენა.

ღონისძიების ფარგლებში,  ღია ცის ქვეშ წარმოდგენილია ხეობის ხუთივე თემისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, ასევე გამოფენილია შემოდგომის ნობათი. აქვე  მზადდება ტრადიციული კერძები, რომელთა დაგემოვნებაც ღონისძიებაზე მისულ ნებისმიერ სტუმარს შეუძლია, მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს მაჭახელას მჭადი, მჟავე და ლობიო. მთელი დღის განმავლობაში იმართება სპორტული აქტივობები, მაჭახელას თოფის ნიმუშების გამოფენა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების საზეიმო კონცერტები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია უკვე მაჭახლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიჩნეული მაჭახლის ცნობილი თაფლი, რომელიც ძალიან  გემრიელი და სასარგებლოა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ თაფლი და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ.

ღონისძიების ტრადიაციად იქცა საპატიო მაჭახლელის ტიტულის გამოვლენა. ხეობის უხუცესი საზეიმო ვითარებაში   გადასცემს რჩეულ პიროვნებას „მაჭახლის საპატიო სტუმრის ქამარს“ .

 

თუ ფესტივალზე დასწრებას გადაწყვეტთ, მაჭახელას ხეობისკენ მიმავალ გზაზე აუცილებლად უნდა მოინახულოთ გვარას ციხე, შეჩერდეთ თოფის მონუმენტთან, რომელიც ამ ხეობის  ტრადიციებისა და ადათების სიმბოლოდ დაიდგა,  გადაიღოთ ფოტოები და კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნოთ დღე.

ჩატარების თარიღი: სექტემბერ-ოქტომბერი

ჩატარების ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, მაჭახელას ხეობა

სხვა ღონისძიებები

დიდაჭარობა

,,დიდაჭარობა" სასულიერო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 12 მაისს, ანდრი

მარეთობა

,,მარეთობა" ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 7 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტშ

კოლხობა

,,კოლხობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა 1979 წელს ჩამოაყალიბეს ლაზური ფოლკ

ქედელობა

"ქედელობა" ანუ "შემოდგომა ქედაში", სახალხო დღესასწაულია, რომელიც ქედაში, ამ დღისთვის 

ზამლეთობა

,,ზამლეთობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2014 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად იმა

მერისობა

,,მერისობა" სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მერისის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა აღნი