შეიყვანეთ მინიმუმ 3 სიმბოლო
,,მერისობა" სახალხო დღესასწაულია, რომელსაც მერისის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა აღნიშნავს და 2008 წლიდან ტარდება ხუთ წელიწადში ერთხელ. ზეიმზე წარმოდგენილია: ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და ხალხური რეწვის ნიმუშები, იმართება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა. ტრადიციულად ვლინდება საპატიო მერისელი, რომელიც სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდება.
ამ დღეს მთელი მერისი იკრიბება, ისინიც ამოდიან, ვინც მერისში აღარ ცხოვრობენ სხვა სტუმრებთან ერთად და თითქოს ანგარიშს აბარებენ მშობლიურ ხეობას. ზეიმზე მოსულებს შეუძლიათ დატკბნენ ამ ხეობის უმშვენიერესი და ულამაზესი ხედებით, დააგემოვნონ უგემრიელესი და უნიკალური ადგილობრივი ღვინოები ჩხავერი და ცოლიკაური. მოისმინონ ნელი ფერხულით ნამღერი „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ „ხინწკალა“ და სხვა მერისული ფოლკლორული შედევრები და ისიამოვნონ.
დღესასწაულზე დასასწრებად მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ასევე მოინახულონ ქედის ეთნოგრაფიული მუზეუმი და მერისის ჩანჩქერი.
ჩატარების ადგილი: ქედის მუნიციპალიტეტი, მერისის თემი
,,დიდაჭარობა" სასულიერო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 12 მაისს, ანდრი
,,მარეთობა" ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად 7 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტშ
,,ზამლეთობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც პირველად 2014 წელს აღინიშნა და ყოველწლიურად იმა
,,კოლხობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც ადგილობრივებმა 1979 წელს ჩამოაყალიბეს ლაზური ფოლკ
"ქედელობა" ანუ "შემოდგომა ქედაში", სახალხო დღესასწაულია, რომელიც ქედაში, ამ დღისთვის
„მაჭახლობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელიც 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ს