აღწერა

ისპანის სფაგნუმიანი ტორფნარები ბათუმიდან 28 კილომეტრში მდებარეობს. ისპანის უნიკალური ჭაობი - მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობი 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა. ტორფნარი ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს, ნამოსახლარებს, რომელიც თარიღდება IV და III საუკუნეებით ჩვენს ერამდე.

მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი სანაპიროდან სულ რაღაც სამას მეტრში შეგიძლიათ იხილოთ. ის თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი, რომელიც არასოდეს იფარება წყლით. წყალი სფაგნუმთან ერთად ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს.

ისპანის ტორფნარი ჟანგბადის ამოუწურავი წყაროა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნახშირბადის წარმოქნის ციკლში. ისპანის ტორფნარი ქობულეთს წყალდიდობისგან იცავს. სფაგნუმის ხავსი ღრუბელივით ისრუტავს წყალს, რის გამოც მის მოცულობასთან შედარებით გაცილებით დიდი რაოდენობის წყლის დატევა შეუძლია.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო - სამეცნიერო ტურები. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.

 

სამუშაო საათები:
24/7

 

სერვისები და ფასები:
უფასო.
ტორფნარზე გასეირნება, ეკო-საგანმანათლებლო ტურები.

 

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსით ბათუმი-ქობულეთი,
მის.: კათოლიკური ეკლესიის ეზო. ქობულეთიდან ადგილობრივი მიკროავტობუსით, ტაქსით, 40-50 ლარი.

 

კონტაქტი:
(+995) 577 10 18 97

მსგავსი ადგილები

მტირალას ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები

კინტრიშის ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები