აღწერა

თუ კინტრიშის ხეობას ცოტა მაღლა აუყვებით სოფელი დიდვაკისკენ, მდინარეზე გადასვლისას თქვენს თვალს არ გამოეპარება ხელოვნების ეს ნიმუში. ცხემვანას ხიდს ხელოვნური ბურჯი მხოლოდ მარჯვენა მხარეზე აქვს, მარცხენაზე კი ბურჯის მოვალეობას ბუნებრივი კლდე ასრულებს.

ლეგენდის თანახმად, ეს ხიდი თამარის ბრძანებით ყოფილა აგებული. დიდ შოთასთან შესახვედრად მობრძანებულ დედოფალს მდ. კინტრიში ადიდებული დახვედრია. მსახურებს ოქროს ტახტრევანზე დაუსვამთ და ისე გადაუყვანიათ მდინარის მეორე ნაპირზე. მდინარეზე გადასვლისას დედოფალს ქოში წყალში დაკარგვია და უბრძანებია: ამ ადგილას ისეთი ხიდი აიგოს, რომ ვერც მდინარემ, ვერც დრომ, ვერაფერი დააკლოსო. დედოფლის ბრძანება შეუსრულებიათ და ეს ხიდი აუგიათ. ხიდის აგების თარიღად XII საუკუნეა მიჩნეული. ხიდი მიმზიდველი ადგილია ბუნების მოყვარული ფოტოგრაფებისა და მოგზაური წყვილებისათვის.

როგორ მოვხვდეთ

მიკროავტობუსი ბათუმი-ქობულეთი,
მის: კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ.
ქობულეთიდან მიკროავტობუსი ჭახათის მიმართულებით,
მის: ქობულეთის ავტოსადგური.
ჭახათიდან 8 კმ ფეხით სავალი მანძილი

 

მსგავსი ადგილები

ხუცუბნის ხიდი

ქობულეთი

ხიდები