აღწერა:
ბათუმიდან 35 კილომეტრის დაშორებით, მაჭახელას ხეობაში მდებარე სოფელ ჩხუტუნეთში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს, რომელიც 1984 წლის 9 ივნისის შემდეგ ფუნქციონირებს. მუზეუმის გახსნის ინიციატორი და დამაარსებელია–სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მკვიდრი, ზურაბ ნაგერვაძე. მუზეუმი განთავსებულია ყოფილი მეჩეთის სამსართულიან შენობაში. მასში წარმოდგენილია ხეობისათვის დამახასიათებელი არა ერთი ექსპონატი და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთი. ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს XVIII საუკუნის ხეზე ნაკვეთი ორნამენტი, რომელიც მრავალი წლის გასვლის მიუხედავად ინარჩუნებს ფერებს.
მისამართი: ხელვაჩაური, სოფ. ზედა ჩხუტუნეთი.
კონტაქტი: (+995) 595 95 86 62
სამუშაო საათები: ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 11:00-18:00.
ფასი: 3 ლარი.
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-მირვეთი-ქვედა ჩხუტუნეთი-ზედა ჩხუტუნეთის მიმართულებით.
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.