აღწერა

აღწერა:

მეჩეთი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახოში მდებარეობს. ის  1817-1818 წლებში ააშენა ლაზმა ხელოსანმა. შენობა ორსართულიანია: პირველ სართულზე სარდაფია განთავსებული, ხოლო მეორე სართულზე - ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. სახურავად კრამიტია გამოყენებული. სამხრეთით კბილანათაღიანი მიჰრაბი აქვს, რომლის თავზეც არაბული წარწერაა. ინტერიერში დეკორაციულად აქცენტირებულია მიმბარი, ქოროს მოაჯირი და კათედრა. ხის ორნამენტები აპლიკაციის სახითაა შესრულებული და დაფერილია. ყველა კედელი სარკმლებითაა დანაწევრებული. ჯამე დღემდე მოქმედია.

პერიოდი: XIX ს.

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი ბათუმი-ქედა, ბათუმი - შუახევი, ბათუმი - ხულო.
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

მსგავსი ადგილები

ზვარეს ჯამე

ქედა

საკულტო ნაგებობები

ზვარეს ეკლესია

ქედა

საკულტო ნაგებობები

კოკოტაურის ჯამე

ქედა

საკულტო ნაგებობები

ძენწმანის ჯამე

ქედა

საკულტო ნაგებობები

უჩხითის ჯამე

ქედა

საკულტო ნაგებობები

კოლოტაურის (დერეხოხნას) ჯამე

ქედა

საკულტო ნაგებობები

ქვედა მახუნცეთის ჯამე

ქედა

საკულტო ნაგებობები

გეგელიძეების ჯამე

ქედა

საკულტო ნაგებობები