აღწერა

ბეღლეთის მეჩეთი  ერთ–ერთი უძველესია აჭარაში, თუმცა მისი პირველი შენობა დამწვარა.  XIX საუკუნეში მეჩეთი თავიდან აუგიათ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე,1920–21 წლამდე, ის უბრალო ფიცრული ნაგებობა იყო, შემდეგ  ლაზი ოსტატები მოუწვევიათ და შენობა  ორნამენტებითა და ნახატებით შეუმკიათ. მეჩეთის საძირკველი ქვისაა, საკუთრივ შენობა კი მუხის ხისგანაა აგებული. მისი ზომებია 8,6X15,5. მინარეთი 83 საფეხურიანია და 32 მეტრის სიმაღლისაა. ამ მეჩეთში მოღვაწეობდნენ ისკენდერ თავართქილაძე, ჰუსეინ კახაძე, ილია შავაძე და სხვები.

 

                                                                                

როგორ მოვხვდეთ

მიკროავტობუსი ბათუმი- ბეღლეთი,
მის: ძველი ავტოსადგური,  მაიაკოვსკის ქ.  №1.
ტაქსი: 80-120 ლარი.

მსგავსი ადგილები