აღწერა

აღწერა:
ფურტიოს ხიდი სავარაუდოდ IX-X სს განეკუთვნება. ფურტიოს ხიდი, ამავე დასახელების სოფლისა და აჭარისწყლის ხეობის დასაწყისში, ბათუმიდან 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძე 35 მეტრია, სიგანე ნაპირებზე 3,35, თავბანდთან 2,20 მეტრი.
ხიდი აკავშირებდა ერთმანეთს სხალთისწყლის ხეობაში არსებულ ძველ გზებს აჭარისწყლის ხეობაში გამავალ ცენტრალურ ტრასასთან. ამ ხეობის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა. ამ გზით სხალთის ხეობიდან ზღვისპირეთისკენ მიემართებოდა უმოკლესი საქარავნე გზა არდაგნიდან და ახალციხიდან.
ფურტიოს ხიდი კონსტრუქცია ხაზს უსვამს მშენებლის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, რომელმაც ხიდის თავისა და ბოლოს საყრდენ ადგილად კლდიანი ნიადაგი აირჩია. სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ ეს ხიდი დღემდე უზიანოდ დგას, როგორც ძელი დროის ნაშთი.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, 2012 წლის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ფურტიოს ხიდს აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ხიდის რესტავრაციისას, არქიტექტურული სტილისა და ისტორიული სახის შენარჩუნების მიზნით გამოყენებული იქნა ბუნებრივი ქვა და კირი. ხიდი დღემდე კარგ მდგომარეობაშია და ფუნქციონირებს.

 

მუნიციპალიტეტი:
შუახევი

 

სამუშაო საათები:
24/7

 

 

როგორ მოვხვდეთ

მიკროავტობუსი ბათუმი-ქედა, ბათუმი-შუახევი, ბათუმი-ხულო,
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

 

მსგავსი ადგილები

ხაბელაშვილების ხიდი

ხელვაჩაური

ხიდები

მახუნცეთის ხიდი

ქედა

ხიდები