აღწერა:
25 მეტრიან ხიდს ადგილობრივები უნიკალური ხაბელაშვილების ხის ხიდის სახელით მოიხსენიებენ. დაახლოებით 3 საუკუნის წინ ხიდი მშენებელს ადგილობრივი სოფლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუგია. ხიდი ბზის მასალითაა აგებული, გამოყენებულია წაბლის მასალაც, მისი ბალავარი კი ქვითკირითაა ნაგები. ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი წარსულში ყავრით იყო გადახურული, მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში კი, დაზიანების გამო, ხიდი თუნუქით გადახურეს. ხიდის მთავარი საყრდენი ბურჯები ქვის თაღოვანი ხიდების ანალოგიურია და კარგად დამუშავებული ქვებითაა აშენებული, კირის ხსნარზე. 2013 წელს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა, როგორც უნიკალურ და უიშვიათესს დასავლეთ საქართველოში, თავისი გადახურვით, სამშენებლო ელემენტებითა და ავთენტურობით. 2015 წელს კი ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღდგენითი სამუშაოები სწორედ 300 წლის წინანდელი მეთოდოლოგიით განხორციელდა და მასში სპეციალისტებთან ერთად ძირითადად ადგილობრივები იყვნენ ჩართულნი. ამ ხიდზე თავის დროზე ცხენებით და ურმებით გადადიოდნენ, დღესდღეობით კი ძირითადად საფეხმავლო დანიშნულებისაა. როდესაც აჭარაში მოხვდებით, გაეშურეთ შუახევის მუნიციპალიტეტისაკენ, იქ კი ჯერ სოფელი ხაბელაშვილები იკითხეთ, თვითონ სოფელში კი ხიდი და გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ლეგენდა, თუ კი ხიდზე გავლისას მდინარეში მონეტას გადააგდებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ, აუცილებლად აგისრულდებათ.
მუნიციპალიტეტი:
შუახევი
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-ჭვანა, ბათუმი-ხაბელაშვილები,
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.
სამუშაო საათები:
24/7
ფასი:
უფასო