მარშრუტის ტიპი: საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო
მარშრუტის საერთო სიგრძე: 35,6კმ.
მარშრუტის სირთულე: ავტომობილით მშრალ ამინდში - საშუალო, წვიმიან ამინდში ან სველი ნიადაგის პირობებში - რთული, ძალიან რთული, ველოსიპედით -საშუალო, ფეხით - მარტივი.
მოგზაურობის ხანგრძლივობა: ავტომობილით - 1 დღე, ველოსიპედით - 1-2 დღე
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2440 მ
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა – ნაწილობრივი
მარშრუტი აქტიურია- მაისიდან სექტემბრამდე.
გაფრთხილება:
მარშრუტზე მგზავრობისას, ყველანაირ ამინდში რეკომენდებულია, რომ მძღოლს ჰქონდეს რთულ რელიეფსა და მეტეო პირობებში გადაადგილების გამოცდილება. გზის გარკვეული მონაკვეთი, რომლებიც მინდვრებზე, ფერდებზე და ტყეში გადის, მოცურების რეალურ საფრთხეს წარმოადგენს წვიმისას და ნაწვიმარზე.
ველოსიპედით მოგზაურობის შემთხვევაში, ტრანსპორტი მთასა და რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის განკუთვნილი უნდა იყოს.
მარშრუტის დახასიათება.
მარშრუტი იწყება გოდერძის უღელტეხილზე(2025 მ ზღვ.დ.), რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სამი სასტუმრო: „არსიანი“, „მეტეო“ და „მათეს ქოხი“. უღელტეხილი გზაგასაყარს წარმოადგენს: აღმოსავლეთით, გზა ახალციხის მიმართულებით მიემართება, დასავლეთით- ბათუმისკენ, სამხრეთით-სოფ. ქვედა თხილვანასკენ, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი კურორტი ბეშუმისკენ.
მარშრუტი ჩრდილოეთის მიმართულებით ბეტონის გზას მიუყვება და 6,3 კმ-ის შემდეგ მწვანე ტბასთან მიდის. ტბა საინტერესო ადგილია დასათვალიერებლად, დასასვენებლად თუ გასაგრილებლად. ახლო-მახლო მიდამოებში შესანიშნავი ადგილებია პიკნიკის მოსაწყობად. აქვე შესაძლებელია ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქტის დაგემოვნება და ხელნაკეთი ნივთების შეძენა.
მწვანე ტბიდან მარშრუტი მიუყვება მიწის გზას, ორი კილომეტრის შემდეგ დიდაჭარის საზაფხულო სადგომებს გაივლის და ალმას იაილებში მიდის. ალმადან მარშრუტი დიდი სიმაღლის მკვეთრი აღებით, მიუყვება ქვიან მიწის გზას და 2440 მეტრ სიმაღლეზე ადის ქედის თხემურ ნაწილზე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ყველა მიმართულებით. მოგზაურებს შეუძლიათ გაისეირნონ მიმდებარე ტერიტორიებზე. დაახლოებით 1,5 კმ-ში მდებარეობს მთა „ჭანჭახი“(2506მ). ქედიდან გზა დაღმა ეშვება და სამხრეთიდან კვალიმინდვრის და კუნტულეთის იაილებს ჩაუვლის და ნათელათის იაილამდე მიდის. ზაფხულობით ამ ადგილებში მემთეურები ამოდიან, შესაბამისად, მოგზაურებს პროდუქტის, წყლის, დასვენების ან საჭირო დახმარების მიღების საშუალება ყოველთვის ექნებათ.
მარშრუტი ნათელათიდან გრუნტის გზით მიემართება ჯერ სოფ. ვანაძეებისკენ, შემდეგ სოფ. აგარისკენ. აქედან სოფ. საციხურის გავლით, ბეტონის გზა მიდის დაბა ხულოსკენ. აგარა-საციხურის გზაზე მოგზაურები მოინახულებენ ძალიან ლამაზ ადგილას, ტყიან ბორცვზე განთავსებული ძველი ეკლესიის ნანგრევებს.
მარშრუტის გავლა სოფ. მინდაძეებიდან გოდერძის უღელტეხილის მამართულებითაცაა შესაძლებელი, თუმცა მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ მხრიდან უფრო მეტი აღმართებია და უამინდობის პირობებში, გზა გაცილებით რთულად სავალია.
მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო ...
მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც ...
მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მან ...
მარშრუტის სირთულე : მარტივი მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, გამჭოლი. მისი გავლა შესაძ ...
მარშრუტის საერთო სიგრძე - 45 კმ; საავტომობილო მონაკვეთის სიგრძე-11კმ; საფეხმავლო მონაკვეთის სიგრძე ...
მარშრუტის ტიპი: შერეული- საცხენოსნო, საველოსიპედე, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშუალ ...