უჩხოს კანიონინგი
სოფელი უჩხო მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელი ცნობილია კასკადოვანი ჩანჩქერებით, სადაც კანიონინგია განვითარებული.
ბათუმიდან უჩხომდე - ავტომობილით 2,5 საათი / 90 კმ. ხულოს ცენტრიდან უჩხომდე - 6,5 კმ. ტრანსპორტი შიდა სასოფლო გზებში: 4/4
უჩხოს ჩანჩქერებისკენ მიმავალი მარშრუტი სოფლის ცენტრიდან იწყება.
მარშრუტის საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 989 მეტრზე, ხოლო
ბოლო წერტილი ზღვის დონიდან 1350 / 1040 მ. მდებაროებს.
მოკლე მარშრუტის აღწერა (B):
კანიონის სიგრძე: 700 მ
ჩანჩქერების რაოდენობა: 6
კანიონზე დაშვების ხანგრძლივობა: 2-3 საათი
კანიონის საწყისი წერტილის სიმაღლე: ზღვის დონიდან 1040 მ
კანიონის საწყის წერტილამდეფეხით გასავლელი მანძილი: 700 მ
სირთულის დონე: სამოყვარულო მოკლე მარშრუტი იწყება მეექვსე ჩანჩქერიდან, რომელიც ორკასკადოვანია. საწყის წერტილამდე თქვენ უნდა გაიაროთ ფეხით ტყის ბილიკი, მთის ფერდობზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. მარშრუტზე სასმელი წყალი არის საფეხმავლო ბილიკზე.
გრძელი მარშრუტის აღწერა (AB):
კანიონის სიგრძე: 1200 მ
ჩანჩქერების რაოდენობა: 12
კანიონზე დაშვების ხანგრძლივობა: 4-5 საათი
კანიონის საწყისი წერტილის სიმაღლე: ზღვის დონიდან 1350 მ
კანიონის საწყის წერტილამდე ფეხით გასავლელი მანძილი: 600 მ.
სირთულის დონე: სამოყვარულო
სეზონურობა: ივნისი-ოქტომბერი
სოფელ უჩხოდან სოფლების გუდასახოსა და კურცხალის გავლით (10კმ) მიდიხართ თელნარას უბანში მდებარე ე.წ. ყიშლებში (საშემოდგომო იაილა),
საიდანაც იწყება გრძელი, ორსაათიანი მარშრუტი უჩხოს კანიონში. მარშრუტზე სასმელი წყალი არის როგორც სოფელ უჩხოში, ასევე თელნარაში.
კაპნისთავის კანიონინგი
სოფელი კაპნისთავი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან
20 კმ. სოფელი ცნობილია კასკადოვანი ჩანჩქერებით.
სოფელი კაპნისთავი:
ცენტრალური ავტომაგისტრალიდან 2 კმ. საწყისი წერტილი ზღვის
დონიდან 360 მ.
კანიონინგის საწყის წერტილზე მიდის: ყველა ტიპის ავტომობილი
კაპნისთავის კანიონი ვიწრო, დახურული ხეობითა და მაღალი კედლებით გამოირჩევა, რაც მას ტექნიკურად რთულსა და საინტერესოს ხდის.
კანიონში გვხვდება ჩანჩქერის ქვედა, მცირე წყლოვანი დაგუბებები და აუზები. კანიონზე არსებული 8 ჩანჩქერიდან, ყველაზე მაღალი, კანიონის შუა წელში მდებარეობს და 35 მეტრი სიმაღლისაა.
ხეობას თანაბარი, საშუალო წყლის დებეტი მთელი წლის განმავლობაში ახასიათებს, რომელიც წვიმებისა და თოვლის დნობის სეზონზე უმნიშვნელოდ იმატებს. ჩანჩქერის სიახლოვესაა კანიონიდან გასასვლელი ბილიკი, რომელიც შესაძლოა საევაკუაციო გასასვლელადაც გამოვიყენოთ.
მარშრუტის აღწერა
კანიონის სიგრძე 600 მ.
ჩანჩქერების რაოდენობა: 8
კანიონზე დაშვების ხანგრძლივობა: 3-4 სთ
საწყისი წერტილი: 515 მ. ზღვის დონიდან
საბოლოო წერტილი: 360 მ. ზღვის დონიდან
კანიონინგის სირთულე: რთული
სეზონურობა: ივნისი - ოქტომბერი
ლაშქრობას ზღვის დონიდან 360 მეტრ სიმაღლეზე ვიწყებთ და პირველ მონაკვეთს კლდეზე დაკიდებული რკინის კიბეებით გავდივართ.
კიბეების გავლის შემდეგ, ბილიკი კანიონის ხეობას, ფართო ფოთლოვან ტყეში მიუყვება, სადაც ალაგ-ალაგ კანიონის ვიწრო ხეობისა და ჩანჩქერების დანახვაცაა შესაძლებელი.
ზღვის დონიდან 515 მეტრზე ავდივართ და აღჭურვილობის მორგებასა და შემოწმებას ვიწყებთ.
ტრანსპორტისა და გიდების შესახებ
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად,
შესაძლებელია დაუკავშირდეთ ტურის-
ტულ საინფორმაციო ცენტრებს შემდეგ
ტელეფონის ნომრებზე:
+995 577 90 90 93 / +995 577 90 90 88
+995 577 90 90 15
www.visitajara.com
112 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (ემერჯენსი)
მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინ ...
მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან ...
მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო, საველოსიპედემარშ ...
მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული: ბათუმი - სოფელი ზედა ჩხ ...
მარშრუტის ტიპი: გამჭოლი;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საველოსიპედო;მარშრუტ ...
მარშრუტის ტიპი: წრიული;მარშრუტის სახეობა: საფეხმავლო, საავტომობილო, საცხენოსნო, საველოსიპედო;მა ...