ველობილიკი ,,კავიანი

მარშრუტის სიგრძე: 3,6 კმ.

ტიპი: ხაზოვანი

ტურის სირთულე: ექსტრემალური

ლანდშაფტი: მთაგორიანი

პროფესიონალებისთვის განკუთვნილი 3,6 კმ. სიგრძის ინტეგრირებული ველო-საფეხმავლო ბილიკი ერთმანეთთან აჭარის ორი მაღალმთიანი რაიონის სოფლებს აკავშირებს: კლდისუბანს (შუახევი) და ჯალაბაშვილებს (ქედა), რომელიც სოფელ დანდალოში (ქედა), ქვის, ისტორიულ, თაღოვან ხიდამდე გადადის. ველობილიკი   უმეტესად დაჩრდილულ, ტყის ფართოფოთლოვან მასივზე გადის. აქ შეხვდებით  როგორც ფოთლოვან, ასევე წიწვოვან ენდემურ მცენარეებს. უსაფრთხოების მიზნით, ბილიკის დასაწყისიდანვე, ყველა  საშიშ უბანზე დამონტაჟებულია დამცავი ღობე და ყველა საჭირო ნიშნული.  მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომლის ნახვაც ბილიკზე შეგიძლიათ არის მარშრუტის შუაგულში, ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ისტორიული ციხე-სიმაგრე „კავიანი“ (12-13 სს.), საიდანაც  მთების, მდინარე აჭარისწყლის, სოფელ ხიჭაურის ცენტრის  და სხვა, მიმდებარე სოფლების ხედები იშლება. ციხესთან მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე- სკამი და საქანელა, სადაც შეგიძლიათ შეჩერდეთ, დაისვენოთ და გადაიღოთ ლამაზი, პანორამული ფოტოები. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ველობილიკი გამოეყოფა საფეხმავლო ზონას და მიემართება ჯერ მარცხნივ, შემდეგ კი ზემოთ. ეს მონაკვეთი მხოლოდ საველოსიპედედ გამოიყენება და ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი არ არის  (საცალფეხო მონაკვეთი  ცალკე მიდის: მარჯვნივ და ქვევით). ველობილიკი პატარა გორაკებიანია და მითითებული მონაკვეთი ბოლოსკენ უფრო ექსტრემალური ხდება, მრავალი მკვეთრი მოსახვევებით და დაღმართებით. მკვეთრ მოსახვევებზე დამონტაჟებულია ხის მაღალი დამცავი ბარიერები,  ტრასის მთელ სიგრძეზე კი ხის დამცავი ღობე. უშუალოდ ველოტრასის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ შეისვენოთ, შემდეგ   გზა გააგრძელოთ სოფელი ჯალაბაშვილებისკენ, იქიდან კი სოფელ დანდალოსკენ აიღოთ გეზი, სადაც  კიდევ ერთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას- თამარ მეფის სახელობის ქვის თაღოვან ხიდს ნახავთ.

კავიანის ველობილიკი  ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და ორგანიზაცია CENN-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც განვითარების და თანამშრომლობის ავსტრიული სააგენტოს  ( ADC ) ფინანსური დახმარებით შეიქმნა პროექტ „ქედა ლიდერ“-ის  ფარგლებში.

სხვა მარშრუტები

ხიხაძირი - შუამთის ტბები ...

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შუამთის ტბებიდან ხიხანის ციხეზე ასავლელი ბილიკი საქართვ ...

გოდერძის უღელტეხილი-ალმა ...

მარშრუტის ტიპი:   საავტომობილო (4X4), საველოსიპედო, საფეხმავლო მარშრუტის საერთო სიგრძე:&n ...

ეკო-სათავგადასავლო მარშრუ ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედო, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშ ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვე ...

    მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო ...

მტირალას ეროვნული პარკი

პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო მანძილი ბათუმ ...

ჩირუხი- შუამთის ტბები

მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო, საველოსიპედემარშ ...