მარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საფეხმავლო, საავტომობილო (4X4), საველოსიპედო
მარშრუტის საერთო სიგრძე: 4,6 კმ
მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ საშუალო
მოგზაურობის ხანგრძლივობა: ფეხით ან ველოსიპედით 2- 3 დღე, ავტომობილით - 1-2 დღე
მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 2440 მ
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა – ნაწილობრივი
მარშრუტი აქტიურია მაისიდან სექტემბრამდე.
გაფრთხილება:
ძლიერი წვიმების პერიოდში მარშრუტის გავლა არ არის რეკომენდებული, რადგან მდ. სათოვლიას ხეობაში შესაძლებელია წყლის დონის მკვეთრად მომატება, შესაბამისად, მარშრუტზე გადაადგილება შეიძლება გართულდეს.
მარშრუტის დახასიათება:
მარშრუტი იწყება ადგილი ბოშიდიდან, რომელიც ღორჯომიდან 11,4 კმ-ში, ღორჯომი - ბახმაროს გზაზე, კიკიბოს იაილას სამხრეთით მდებარეობს. მარშრუტი ძველ, გრუნტიან საავტომობილო გზას მიუყვება, შედის მდ. სათოვლიას წყლის ხეობაში, გაივლის სათოვლიას წყლის იაილას, სამხრეთით საჯოგიას და კარჩხალის იაილების გავლით ჩადის მდინარესთან და ადგილ ჩუდუროულამდე მიდის. ჩუდუროული ხეობის გაშლილ ჭალას წარმოადგენს. ამ ტერიტორიის მიმდებარედ ორი იაილაა: ნასოფლარი და გორა. იაილებში ან მდინარის პირას, მოგზაურებს, სურვილის შემთხვევაში, ღამის გათევა კარვებში შეუძლიათ. უნალექო და თბილი ამინდის პირობებში, ღამისთევა ღია ცის ქვეშაც შეიძლება, კოცონთან.
ადგილი ჩუდუროული მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილია, საიდანაც მრავალი მიმართულებით შეიძლება წასვლა. დღესასწაულებზე, აქ სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ხდება ხალხის შეკრება, იმართება ზეიმები და დოღი.
ჩუდუროულიდან, მარშრუტი კვეთს მდ. ჩუდუროულის მარჯვენა შენაკადს და სატყეო მიწის, აღმართიანი გზით ნათელათის იაილისკენ მიდის. მარშრუტი ნათელათიდან
სიმაღლის მკვეთრი აღებით მიუყვება ჯერ საველე, შემდეგ მყარი გრუნტის გზას და 2440 მეტრ სიმაღლეზე ქედის თხემურ ნაწილზე ადის, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ყველა მიმართულებით . მოგზაურებს შეუძლიათ მიმდებარე ტერიტორიებზე გაისეირნონ. დაახლოებით 1,5 კმ-ში მდებარეობს მთა „ჭანჭახი“(2506 მ). ქედიდან გზა დაღმა ეშვება. მარშრუტი ჩადის ჯერ ალმას, შემდეგ კი დიდაჭარის იაილაში და უერთდება დანისპარაული-დიდაჭარას იაილა-მწვანე ტბა-გოდერძის უღელტეხილის გრუნტის გზას, რომელიც მწვანე ტბისკენ მიემართება. ეს უაღრესად საინტერესო ადგილია დასათვალიერებლად, დასასვენებლად და გასაგრილებლად. ახლომახლო მიდამოებში ბევრი საპიკნიკე ადგილია. აქვე შესაძლებელია ადგილობრივი, ჯანსაღი პროდუქტის დაგემოვნება და ხელით დამზადებული ნაკეთობების შეძენა. მარშრუტი, მწვანე ტბიდან, ბეტონის გზით მიდის გოდერძის უღელტეხილამდე (2025 მ ზღვ.დ.).
გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სამი სასტუმრო: „არსიანი“, „მეტეო“ და „მათეს ქოხი“. უღელტეხილი ერთგვარი გზაგასაყარია: აღმოსავლეთით, გზა ახალციხის მიმართულებით მიემართება, დასავლეთით ბათუმისკენ, სამხრეთით სოფ. ქვედა თხილვანასკენ, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი კურორტ ბეშუმისკენ.
მარშრუტი გამჭოლია და მისი გავლა პირიქითაც არის შესაძლებელი. თუმცა, ველოსიპედისტებისთვის, განსაკუთრებით კარგია მარშრუტის გავლა გოდერძის უღელტეხილიდან, რადგან გაცილებით ნაკლები აღმართები შეხვდებათ.
მარშრუტის ტიპი: შერეული, საავტომობილო (მოკლე საფეხმავლო გადახვევებით);მარშრუტის სირთულე:&n ...
მარშრუტის სირთულე: მარტივიმარშრუტის ტიპი: გამჭოლი, საავტომობილო (4X4), საველოსიპედე;მ ...
პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო მანძილი ბათუმ ...
მარშრუტის სირთულე: საავტომობილოდ - რთული (4x4); საფეხმავლოდ - საშუალომარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საც ...
მარშრუტის ტიპი: საფეხმავლომარშრუტის სიგრძე: ხულოს ცენტრიდან 9,5 კმ.ასფალტირებული გზა - 6.8 ...
მარშრუტის ტიპი: წრიული, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის საერთო ...