ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში დაგხვდებათ ბეჭდვური მასალა, რომლითაც შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ და გაიმარტივოთ თქვენთვის სასურველი მიმართულებისა თუ ტურისტული ობიექტის არჩევა. თქვენ განკარგულებაშია: ბათუმის ტურისტული რუკა, რომელსაც თან ახლავს ბათუმის ტრანსპორტის რუკაც, ჩვენს რეგიონში დასვენების შესახებ სრული ინფორმაციით აღჭურვილი ბათუმი-აჭარის ტურისტული გზამკვლევი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე და მთიანი აჭარის სხვადასხვა მიმართულების მარშრუტები.