ქობულეთი

მანძილი ბათუმიდან: 25 კმ
ფართობი: 711.8კვ/კმ
მოსახლეობა: 73.399 ათასი
www.kobuleti.org.ge

აჭარის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ი დაცულ ტერიტორიებს, ნაკრძალებს და ნაციონალურ პარკებს უკავიათ. მათი უმრავლესობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის, რომელიც გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ქობულეთის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმითაც, რომ მასში შერწყმა ხდება როგორც პარკების იშვიათი სილამაზის, ასევე საშუალება გეძლევათ დაისვენოთ ზღვაზეც. პლიაჟი ქობულეთის მთელ ზღვისპირა ზოლს იკავებს. პარკები და დაცული ტერიტორიები იძლევიან შესანიშნავ შესაძლებლობას, როგორც ტურისტული ლაშქრობებისთვის, ასევე სამეცნიერო სამუშაოების წარმართვისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ათეულობით მეცნიერი და ასობით ტურისტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე უნიკალურია ისპანის ტორფნარები.

ძირითადი აქტივობები  ქობულეთში:

1. მოინახულებთ თაღოვან ხიდებს კინტრიშის ხეობაში;
2. დააგემოვნებთ ტრადიციულ ქობულეთურ კერძებს, როგორიცაა იახნი და ქობულეთური ბორანო;
3. გადაიღებთ დასამახსოვრებელ პანორამული ფოტოებს პეტრას ციხიდან მშვენიერი ხედების ფონზე;
4. იცურავებთ მტირალას ეროვნულ პარკის მთის კამკამა მდინარეში;
5. დააკვირდებით ფრინველების გადაფრენას სპეციალურად მოწყობილი პლატფორმებიდან;
6. რათქმაუნდა იბანავებთ ზღვაზე.

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები:

ცხემვანას და კობალაურის თაღოვანი ხიდი ( XII),
პეტრას ციხე(VI),
ფიჭვნარის ნაქალაქარი,
სხვადასხვა პერიოდში ნაგები ტაძრების ნანგრევები,
ტბიყელის ტბა,
წაბლნარის ჩანჩქერი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მტირალას ეროვნული პარკის ბუფერული ზონის სასტუმრო სახლებში - სოფელი ჩაქვისთავში, ასევე სოფელ ჩაისუბნის სასტუმრო სახლებში - შუამთასა და სახალვაშოში შესაძლებელია ღამის გათევა ერთი ან თუნდაც რამდენიმე დღით, დასვენება და აჭარული სოფლის ყოველდღიური ყოფის შეგრძნება.
განთავსების ღამისთევის სამჯერადი კვებით ფასი 50 ლარიდან

მარკირებული საფეხმავლო მარშრუტები: მტირალას პარკში წაბლნარასა 7კმ. და ცივწყაროს საფეხმავლო მარშრუტები 15 კმ. მარშუტი კინტრიშის ხეობაში.

ტრანსპორტი: სამარშუტო ტაქსები გადიან ყოველ ნახევარ საათში ბათუმის კათოლიკურ ეკლესიასთან მდებარე მოედნიდან და ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან მის: მაიაკოვსკის ქ. №1 მგზავრობის ღირებულება: 1.50 ლარი

მარშრუტები

გადამფრენ ფრინველებზე დაკ...

მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინ...

ეკო-სათავგადასავლო მარშრუ...

მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედო, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე:  საშ...

მტირალას ეროვნული პარკი

პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო მანძილი ბათუმ...