კულტურა

კალოთის სამსხვერპლო

კალოთის სამსხვერპლო

აჭარაში ბევრი მეჩეთი და ეკლესიაა. თუმცა, ვინაიდან ხალხი აქ ჯერ კიდევ ქრისტეს და მით უფრო, მუჰამედის დაბადებამდე ცხოვრობდა, ღმერთის არსებობა მათთვის მანამდეც იქნებოდა საჭირო.

 

კალოთის სამსხვერპლო ამ მოცემულობის პირდაპირი დადასტურებაა. სამსხვერპლო ერთ-ერთი ბორცვის ძირში, კალოთის ამჟამინდელი ეკლესიის სიახლოვეს მდებარეობს და გათხრების შედეგად აქ უამრავი წარმართული ნაშთია აღმოჩენილი. მათ შორის, ქვის მეტრნახევრიანი ფალოსი, რომელსაც ადგილობრივები ნაყოფიერების რიტუალის სიმბოლიზებისთვის იყენებდნენ და რამდენიმე ქვაკაცი- იმ პერიოდის კერპის კიდევ ერთი ნაირსახეობა. ამას გარდა, იატაკის დონეზე აღმოჩენილია ბრტყელი ქვებიც, სადაც, მეცნიერთა ვარაუდით, ადამიანები მსხვერპლად შესაწირ ცხოველებს კლავდნენ. ყოველ შემთხვევაში, კაკალს რომ არ ამტვრევდნენ ჩურჩხელის ამოსავლებად და ფულზე პოკერს რომ არ თამაშობდნენ, დანამდვილებით ცნობილია.

 

დღეს კალოთის სამსხვერპლოდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. თუმცა, იქ მოხვედრისას თქვნენ საშუალება გაქვთ, ნახოთ კერპთაყვანისმცემლობის დროიდან  შემორჩენილ ერთ-ერთი იშვიათი ნიმუში მაღალმთიან აჭარაში.


ტექსტი მომზადებულია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის სააგენტოსთან ერთად.


გალერეა

კალოთის სამსხვერპლო კალოთის სამსხვერპლო კალოთის სამსხვერპლო კალოთის სამსხვერპლო კალოთის სამსხვერპლო კალოთის სამსხვერპლო კალოთის სამსხვერპლო კალოთის სამსხვერპლო

კომენტარები