სოფელი სახალვაშო მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 30 მეტრზე. საოჯახო სახლიდან იშლება ზღვის და მთის ხედები. ოჯახში შესაძლებელია ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება, რძის პროდუქტების მომზადება. ეზოში გაშენებული აქვთ ციტრუსისა და ხეხილის ბაღები. სოფელ სახალვაშოში მდებარეობს გადამფრენ ფრინველთა საიმიგრაციო დერეფანი, სადაც მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველის გადაფრენა ფიქსირდება. მასპინძელს ეზოში მოწყობილი აქვს დიდი ვერანდა, საიდანაც შესაძლებელია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება. ასევე დიასახლისი მოგიმზადებთ ლანჩ-პაკეტებს პლათფორმაზე გასატანებლად. სოფელი სახალვაშო მდებარეობს ბათუმიდან 13 კმ-ში, ქობულეთიდან 19 კმ-ში, ჩაქვიდან 5 კმ-ში.
საძინებელი: 3
საწოლი: 6