საოჯახო სახლი მდებარეობს მერისის ხეობაში. განთავსებისა და კვების გარდა მასპინძელი სტუმრებს სთავაზობს ქართული პოლიფონიური სიმღერების შესწავლასაც. საოჯახო სასტუმრო სახლიდან იშლება მერისის ხეობის მშვენიერი ხედები. სოფელში რამდენიმე დღით დარჩენის შემთხვევაში ნახავთ ხეობის ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს, მოაწყობთ ლაშქრობას სოფლის გარშემო და პიკნიკს მერისის ჩანჩქერთან. საოჯახო სახლი მდებარეობს ქედის ცენტრიდან 5 კმ-ში.
ხედი: მთის ხედი
საძინებელი: 5
საწოლი: 10
უფასო პარკინგი
კვება
სამჯერადი კვება დღეში - 60ლ
კომფორტი და საყოფაცხოვრებო ნივთები
მაცივარი/ ტელევიზორი/ საერთო სამზარეულო/ სველი წერტილი/ მთის ულამაზესი ხედები
წესები
ოთახებში მოწევა აკრძალულია/ მოქმედებს ნაღდი ანგარიშსწორება/ შინაური ცხოველები დაიშვებიან ოთახში
პერსონალი საუბრობს
ქართული/ რუსული