ბათუმიდან 39 კმ-ში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს სოფელი ზედა ჩხუტუნეთი, სადაც გეძლევათ შესაძლებლობა დაათვალიეროთ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც 1985 წელს დაარსდა. მუზეუმში წარმოდგენილია ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი უნიკალური ექსპონატი და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთი. ასევე მოინახულებთ თოფის სამჭედლოს და ადგილზე გაეცნობით მაჭახელას თოფის დამზადების ტრადიციას. ოჯახში დააგემოვნებთ ისეთ ტრადიციულ აჭარულ კერძებს, როგორიცაა მაწვნის სალათი და ბორანო.
საძინებელი: 2
საწოლი: 6