საოჯახო სასტუმრო სახლი მდებარეობს მერისის ხეობაში. აქ შეძლებთ მოაწყოთ ლაშქრობა ხეობის მიმდებარედ, მოინახულოთ მერისის ჩანჩქერი, მოაწყოთ პიკნიკი გვახას საპიკნიკე ტერიტორიაზე, იცურაოთ მდინარეში, დაკავდეთ თევზაობით და დააგემოვნოთ გუნდაურის მინერალური წყალი. აქვე დააგემოვნებთ ადგილობრივი წარმოების აგროპროდუქტებს, დაისვენებთ და დატკბებით ხეობის შესანიშნავი ხედებით. საოჯახო სასტუმრო ქედის ცენტრიდან 9,5 კმ-ში მდებარეობს.
საძინებელი: 3
საწოლი: 8