საოჯახო სასტუმრო მდებარეობს სოფელ ჩაქვისთავში, ვიზიტორთა ცენტრიდან 500 მეტრის მოშორებით. საოჯახო სახლიდან იშლება მტირალას ველური ბუნების უმშვენიერესი ხედები. სახლი გამოირჩევა ტრადიციული ამ კუთხისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული არქიტექტურით. ადგილზე ღამისთევის შემთხვევაში გულთბილი დიასახლისი შემოგთავაზებთ ნიგვზისგან მომზადებულ სხვადასხვა ტრადიციულ კერძებს, ასევე ოჯახში დაწურულ ნატურალურ თაფლს და თაფლის არაყს.
ხედი: მთის ხედი.
საძინებელი: 5
საწოლი: 12