სოფელი სახალვაშო მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 30 მეტრზე. საოჯახო სასტუმროდან იშლება ზღვისა და მთის მშვენიერი ხედები. დიასახლისი გაგიმასპინძლდებათ ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ეკოლოგიურად სუფთა ტრადიციული აჭარული კერძებით, ოჯახს აქვს ხეხილის და ციტრუსის ბაღები, სადურგლო სადაც ამზადებენ ხის ნაკეთობებს. ეზოში მოწყობილია ფანჩატური, სადაც მაყალზე შეწვავთ მწვადებს და მდინარის თევზს. მასპინძელი გაგიწევთ სატრანსპორტო მომსახურებას და სურვილის შემთხვევაში მოაწყობს ექსკურსიებს აჭარის ფარგლებში. სოფელი სახალვაშო მდებარეობს ბათუმიდან 13 კმ-ში, ქობულეთიდან 19 კმ-ში, ჩაქვიდან 5 კმ-ში.
ხედი: მთის ხედი.
საძინებელი: 9
საწოლი: 22