სოფელი სახალვაშო მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 30 მეტრზე. ეზოდან იშლება ლივლივა ზღვის და აყვავებული მთების ულამაზესი ხედები. სტუმართმოყვარე ოჯახში შესაძლებელია ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება, რძის პროდუქტების მომზადება, აქვთ ხეხილის და ციტრუსის ბაღები. სოფელი სახალვაშო უნიკალური ადგილია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის, სადაც მოწყობილია გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სპეციალური პლათფორმა. აქ მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი ფიქსირდება. სოფელი სახალვაშო მდებარეობს ბათუმიდან 13 კმ-ში, ქობულეთიდან 19 კმ-ში, ჩაქვიდან 5 კმ-ში.
ხედი: მთის ხედი.
საძინებელი: 4
საწოლი: 11