XVIIIსაუკუნის ციხე, ქობულეთის,მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარი.მდებარეობს „ციხისყელად" წოდებულ მთაზე. ის, თავად მამუკა თავდგირიძეს ეკუთვნოდა, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. ციხე დაინგრა 1959 წლის მიწისძვრის დროს. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შემორჩენილ ნანგრევს კოშკის ფორმა აქვს და მისი ფართობი 47 მ2-ს შეადგენს. ციხესთან დგას საინფორმაციო დაფა.
მიკროავტობუსი: ბათუმი-ქობულეთი, მის: კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ.