აღწერა:
მეჩეთი ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგელიძეებში მდებარეობს, ცენტრალური გზიდან 2 900 მეტრის დაშორებით. ორსართულიანი ხის შენობა, რომელიც გათლილი ქვის საძირკველზეა დაშენებულია, აჭარული სახლის ხუროთმოძღვრულ ნიმუშს წარმოადგენს. შიდა ინტერიერი შემკულია ქართული წესით ხეზე კვეთის უნიკალური ნიმუშებით: ჩუქურთმებით და ორნამენტებით. შენობის სიგრძე 7 მეტრია, სიგანე - 6.5 მ., ხოლო სიმაღლე - 4.5 მ.
პერიოდი: XIX ს.
როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-ქედა, ბათუმი-შუახევი, ბათუმი-ხულო.
მისამართი: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ.№1.