აღწერა

აღწერა:
ცხემლარას თაღოვანი ხიდი შუა საუკუნეებშია აგებული. იგი მდინარე მაჭახალეზეა გადაჭიმული და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხემლარაში, სოფელ აჭარისწყლიდან 7-8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ხიდი აგებულია ვიწრო ადგილზე დამრეცი თაღით. ბურჯებს შორის სიგრძე 19,6 მეტრია, სავალი ზედაპირის კი — 22 მ. ხიდის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან თავბანდის თავამდე 5,55 მ, ბურჯის სიმაღლე — 2 მეტრია, ხოლო სისქე ქუსლში — 1,40 მ. ხიდის სიგანე შუაწელში 1,65 მ-ია, მისასვლელებთან 2,2. მარჯვენა მისასვლელის სიგანე 8 მეტრია, სიგრძე 9 მ, მარცხენა ასასვლელის ზომები შედარებით მცირეა.
ცხემლარას თაღოვანი ხიდი სხვა ხიდებისგან ქვების წყობით, დიდი მალითა და მცირე სიმაღლით გამოირჩევა. სწორედ ამ ხიდით სარგებლობდა ცხემლარას მოსახლეობა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ახალი სამანქანე ხიდის აშენებამდე. ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
2008 წელს მას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, მას შემდეგ თაღს ამჩნევია მეორადი ქვის ფენა, რაც მიუხედავად შენარჩუნებული ვიზუალისა და სილამაზისა, მაინც უკარგავს პირველად სახეს.

 

მუნიციპალიტეტი:
ხელვაჩაური

 

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-მირვეთი-ქვედა ჩხუტუნეთი-ზედა ჩხუტუნეთი,
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

 

სამუშაო საათები:
24/7

 

ფასი:
უფასო