აღწერა

აღწერა:
ხუცუბნის თაღოვანი ხიდი ორი ასპექტითაა გამორჩეული: პირველი - იმით, რომ თაღოვანი ხიდების უმეტესობისგან განსხვავებით, ორი თაღისაგან შედგება და მეორე იმით, რომ თაღოვანი ხიდების უმეტესობისგანვე განსხვავებით, ამ ხიდზე ვერავინ იტყვის, თამარ მეფემ ააგოო. ან, თუ იტყვის, მაშინ იმის ახსნაც მოუწევს, როგორ გაჩნდა ხიდის კეხში მოთავსებულ ფილაზე ნამგალისა და უროს გამოსახულება ზედდართული ხუთქიმიანი ვარსკვლავით.

შესაბამისად, რთული მისახვედრი არ არის, რომ ხიდი საბჭოთა პერიოდში აშენდა და თავისი გამორჩეულად დასამახსოვრებელი ვიზუალის გამო შეუძლებელია სხვა ხიდებში აგერიოს. ესთეტიკური ტკბობის გარდა, ხიდი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მდინარეში კენჭების სასროლად და მათ მიერ შექმნილ წრეებზე დაკვირვებისათვის, გოლფში სავარჯიშოდ, შეყვარებულთან ერთად გასასეირნებლად და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელადაც კი.

ხუცუბნის ხიდი რკინა-ბეტონისა და ბაზალტის ქვისგან არის ნაგები. შესაბამისად, თუკი მისი თაღების ქვეშ მაინცდამაინც უზარმაზარ კუზე მდგარმა ოთხმა სპილომ არ გადაწყვიტა გაძრომა, კიდევ დიდხანს იდგება და გაუწევს სამსახურს იმ ადამიანებს, ვინც ცურვა არ იცის ან ვისაც, უბრალოდ, დასველება ეზარება.

ავტ: ბაქარ ადამაშვილი

 

მუნიციპალიტეტი:
ქობულეთი

 

სამუშაო საათები:
24/7

 

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-ქობულეთი,
მის: კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ.

ქობულეთიდან მიკროავტობუსი ხუცუბნის მიმართულებით,
მის: თავისუფლების №20-ის სახლოვეს.

 

მსგავსი ადგილები