აღწერა:
ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კმ.-ში, მწვანე კონცხზე მდებარეობს. ბოტანიკური ბაღი 1912 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 113 ჰექტარია. ბაღში სამი პარკია: ზედა, ქვედა და ზღვისპირა პარკი. ფუნცქციონირებს 9 განყოფილება: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკის და ხმელთაშუაზღვის განყოფილებები.
სამუშაო საათები:
09:00-20:00
სერვისები და ფასები:
შესვლის ღირებულება 20 ლარი, სტუდენტებისათვის 5 ლარი, 10 წლამდე ბავშვებისათვის უფასო.
ბოტანიკური ბაღის ზღვისპირა პარკში შესაძლებელია საქორწილო ხელმოწერის ცერემონიის გამართვა (150 ლარი), ელექტრომობილის ქირაობა (30 ლარი) და გიდის მომსახურება (50 ლარი).
ბაღს აქვს საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები.
როგორ მოვხვდეთ:
№31 მიკროავტობუსი ფარნავაზ მეფის ქუჩის გავლით,
№10 ავტობუსი რუსთაველის ქუჩის გავლით.
კონტაქტი:
+995 422 27 00 33 / +995 422 24 62 33