ზენდიდის ციხე ბათუმიდან დაახლოებით 42 კილომეტრში, ხოლო ქედის ცენტრიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. ციხე-სიმაგრის აგების თარიღი ჩვენთვის უცნობია, მაგრამ მიუხედავად ამისა არქიტექტურული დეტალები მისი წარმოშობის ადრეულ საუკუნეზე მიგვანიშნებს. ციხე-სიმაგრემ ჩვენს დრომდე ძალიან დაზიანებული, თითქმის დანგრეული სახით მოაღწია. კედლის საერთო სირგძე 50 მეტრია, სისქე - დაახლოებით ერთი მეტრი. ძველ დროში ციხესიმაგრის ფუნქციას მიმდებარე გზებისა და ბილიკების დაცვა-გაკონტროლება წარმოადგენდა. ამჟამად ციხის ტერიტორიაზე ადგილობრივები ცხოვრობენ და ზედ ციხეზე აქვთ დადგმული სახლები. ციხიდან ხეობის ხედები იშლება.
მიკროავტობუსები ქედის მიმართულებით გადის ბათუმის ძველი ავტოსადგურიდან;
შუახევის და ხულოს მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსებით;
ტაქსი 50-70 ლარი