აღწერა

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. 16 ათას ჰექტარზე გაშლილი პარკი საქართველოში ყველაზე ნოტიო ჰავით ხასიათდება. პარკის ტერიტორიაზე შემორჩენილია უიშვიათესი  მცენარეები და ცხოველები, რომელთა უმრავლესობაც შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. პარკის ტერიტორიაზე შემუშავებულია ორი, წაბლნარას 7 კილომეტრიანი, მარტივი სირთულის და ცივწყაროს 16 კილომეტრიანი, საშუალო სირთულის ტურისტული მარშრუტი.

აქტივობები

ბილიკი №1 „წაბლნარი
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო
პერიოდი: მაისი - ოქტომბერი
წრიული ბილიკის სიგრძე - 7კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან - 260 - 445 მეტრი 
სირთულე - მარტივი

 

წაბლნარის წრიული ბილიკი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ხეობას. ბილიკის დასაწყისში გვხვდება მექანიკური საბაგირო, რომლის საშუალებითაც გადახვალთ მდინარის მეორე ნაპირზე და განაგრძობთ გზას ჩანჩქერის მიმართულებით.  მარშრუტის ამ მონაკვეთზე უხვად შეგხვდებათ როდოდენდრონის ბუჩქები, რომლის ყვავილობაც ულამაზესი სანახაობაა. 1,5 კმ-ის გავლის შემდეგ  გვხვდება ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემალური გართობის მოყვარულებს შეუძლიათ დაეშვან ხეებზე გაბმულ ბაგირებზე. ზიპ-ლაინიდან რამოდენიმე მეტრში გზა იყოფა ორი მიმართულებით: თუ მხოლოდ ტბასთან აპირებთ მოხვედრა შეუხვევთ მარცხნივ, ხოლო თუ ჩანჩქერის მონახულებაც გსურთ გზას გააგრძელებთ მარჯვნივ და 1,5 კმ-ს გავლის შემდეგ მოხვდებით ჩანჩქეთან, რომლის სიმაღლეც 15 მეტრს აღემატება. უკან დაბრუნებისას,  ჩანჩქერიდან ერთ კილომეტრის გავლის შემდეგ მოხვდებით ტბასთან, სადაც მოწყობილია საპიკნიკე ადგილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აქ შეძლებთ მოაწყოთ პიკნიკი ველურ ბუნებაში, დაანთოთ ცეცხლი და იბანაოთ ტბაში.

ბილიკი №2 ცივწყარო
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო 
ხანგრძლივობა - 2 დღე
პერიოდი  ივნისი - სექტემბერი
წრიული მარშრუტის სიგრძე - 16 კმ
სიმაღლე  ზღვის დონიდან - 260-1250 მეტრი 
სირთულე- საშუალო

 

ცივწყაროს ბილიკი  წაბლნარის  ბილიკთან  შედარებით უფრო რთულია და განკუთვნილია ხანგრძლივი ლაშქრობის მოყვარულთათვის. ორდღიანი მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე. ბილიკის დასაწყისში გაივლით კოლხური ტიპის ფართოფოთლოვან შერეული ტყეს. გარდა მრავალფეროვანი მცენარეული საფარისა, ბილიკზე შესაძლებელია  მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.

მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები. ბილიკის მე-9 კმ-ზე ვიზიტორებისათვის მოწყობილია  8 ადგილიანი ტურისტული თავშესაფარი.  აქვეა ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები. ბილიკის ბოლო ნაწილში  ტყის 70% წიფლნარია.  რეკომედებულია მარშრუტზე რეინჯერთან ან გიდთან ერთად მოგზაურობა.

სერვისები და ფასები

ეროვნულ პარკში შესვლა უფასოა.

ლაშქრობა ველურ ბუნებაში, საცხენოსნო ტური, გიდის მომსახურეობა,ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში,  საკარვე ადგილი, საპიკნიკე ადგილი, ველოსიპედებით სეირნობა,   ცხენებით ჯირითი.

სამუშაო საათები:
24/7

კონტაქტი:
(+995) 577 64 04 75

 

როგორ მოვხვდეთ

მიმართულება:
ბათუმი-ჩაქვისთავი(მტირალას ვიზიტორთა ცენტრი)

სიხშირე:
ორშაბათი,პარასკევი

გასვლის დრო:
09:40 / 15:40 

დაბრუნების დრო:
10:30 / 17:00

გასვლის ადგილი:
ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1

მძღოლის საკონტაქტო: (+995) 555 18 69 04 

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

მტირალას ეროვნული პარკი

პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო მანძილი ბათუმიდან: 25 კმ  მანძილი ჩაქვიდან: 15 კმ  გზის საფარი: ასფალტირებული / გრუნტოვანი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250 მ& ...

მსგავსი ადგილები

ქობულეთის დაცული ტერიტორია

ქობულეთი

ეროვნული პარკები

კინტრიშის ეროვნული პარკი

ქობულეთი

ეროვნული პარკები