აღწერა

სოფელი მირვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 27 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს, მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 60 მეტრის სიმაღლეზე. მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული მირვეთი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია აჭარაში, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით. სოფელში შეხვდებით გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის ხეივანს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ბზის ხეებით დაბურულ ხეობაში მდებარე მირვეთის ჩანჩქერი 20 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. აქვეა მოწყობილი საპიკნიკე ტერიტორია.

 

სამუშაო საათები:
24/7

 

 

სერვისები და ფასები

უფასო.
ჩანჩქერის გარდა სოფელ მირვეთში შესაძლებელია ქვის თაღოვანი ხიდის მონახულება.

როგორ მოვხვდეთ

ბათუმი-მირვეთი მიკროავტობუსით,
მისამართი: მაიაკოვსკის ქ. №1.

მსგავსი ადგილები

ტყუპი ჩანჩქერი სოფელ ქოქოლეთში

ხელვაჩაური

ჩანჩქერები