მახუნცეთის ჩანჩქერი ულამაზესი და შთამბეჭდავია, ამიტომაც უამრავ მნახველს იზიდავს. ჩანჩქერზე ვიზიტისას შესაძლებლობა გაქვთ ეწვიოთ სხვა ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის, თამარის თაღოვან ხიდს. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და საპიკნიკე ადგილები. ჩანჩქერის სიმაღლე 36 მეტრია.
აქ ვიზიტისას დაგხვდებათ მდინარე აჭარისწყლის საცურაო არეალი ქვიშის სანაპიროთი, კლდეებითა და ისტორიული ხიდით. ასევე, შესაძლებელია ნავით გასეირნება, ან ჯომარდობის მოწყობა. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა.
მიკროავტობუსი ბათუმი-ქედა, ბათუმი-შუახევი, ბათუმი-ხულო,
მისამართი: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ.№1.