აღწერა

პარკი განთავსებულია ბათუმიდან 30 კილომეტრში, მდინარე მაჭახელას ხეობაში, თურქეთის საზღვართან ახლოს. მაჭახელას ეროვნული პარკი  2012 წელს შეიქმნა. პარკი  8733 ჰა-ზეა გაშლილი და მისი 95 % ტყით არის დაფარული. პარკის ტერიტორია დაყოფილია  3 ზონად:

  1. ბუნების მკაცრი დაცვის ზონა - 1178,2 ჰა
  2. ბუნების მართვადი დაცვის ზონა -  350,9 ჰა
  3. ტრადიციული გამოყენების ზონა - 7203,9 ჰა

პარკის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს უნიკალური რელიქტური მცენარეთა სახეობები, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი,  ესენია: კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნის შქერი, უთხოვარი, თელა.

ფაუნის წარმომადგენელთაგან ეროვნულ პარკში გვხვდება: შველი, კვერნა, მგელი, ტურა, მაჩვი, ციყვი, გარეული ღორი, და ასევე წითელი ნუსხით დაცული სახეობები: მურა დათვი, არჩვი, ფოცხვერი.

ტერიტორიაზეა ორი ტურისტული ბილიკი:

  1. მთავარანგელოზის 8.3 კმ-იანი ბილიკი სოფ. სინდიეთიდან იწყება და ტყის მასივების, მთის ნაკადულებისა და წყაროების გავლით მთავარანგელოზის მთასთან მიდის.
  2. ქოქოლეთის ბილიკის სიგრძე 6 კმ-ს შეადგენს.  გზად ვხვდებით შერეულ ფართოფოთლოვან და წიწვოვან ტყეებს. საკარვე ადგილიდან 1,6 კმ-ში არის გადმოსახედი ადგილი, საიდანაც მოჩანს თურქეთის დაცული ტერიტორია და იქ არსებული ძველი მაჭახელას 5 სოფელი.

 

რა შეიძლება ვნახო:

მე-12 საუკუნის ისტორიული ხიდი, ციხესიმაგრეების ნანგრევები, ჩანჩქერი, აგრეთვე სოფელ ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

განთავსება: პარკის ტერიტორიაზე არის ადგილობრივი  საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შეიძლება შესვენება  და ღამისთრევა. ღამისთევა საუზმით ღირებულება შეადგენს 20-40 ლარს.

კვება: კვებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სოფელ ცხემლარაში,  მდინარის პირას მდებარე რესტორანს ან ადგილობრივ საოჯახო სასტუმრო სახლებს (კვების საფასური ერთი ადამიანი 20-30 ლარი)

მაჭახელას ეროვნულ პარკში ლაშქრობის დასაგეგმად რეკომენდებულია მიმართოთ ეროვნული პარკის ადმინისტრაციას ან ვიზიტორთა ცენტრს.

მაჭახელას ეროვნულ პარკის სერვისებთან და მომსახურეობასთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული პარკების ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.nationalparks.ge

 

სამუშაო საათები:  
24/7

 

 

აქტივობები

შეგიძლიათ მე-12 საუკუნის ისტორიული ხიდის, ციხესიმაგრეების ნანგრევების, ჩანჩქერის, აგრეთვე სოფელ ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის და მაჭახელას თოფის მონუმენტის მონახულება.

 

სერვისები და ფასები

 სერვისები და ფასები: 
პარკის მონახულება უფასოა.
ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ მე-12 საუკუნის ისტორიული ხიდი, ციხესიმაგრეების ნანგრევები, ჩანჩქერი, სოფელ ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, თოფის მონუმენტი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბრაზურა, მეექვსე საუკუნით დათარიღებული გვარას ციხე.  

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსით ბათუმი-ჩხუტუნეთი, ბათუმი-ჩიქუნეთი,
მის.: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

 

კონტაქტი:
(+995) 595 08 60 75

მარშრუტები

იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები

მაჭახელას თოფის გზა

მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმი - სოფელი ზედა ჩხუტუნეთიმანძილი ბათუმიდან: 39 კმ.ხანგრძლივობა: ერთი ან რამდენიმე დღემარშრუტის ტიპი: საავტომობილოსირთულე: მარტივიგზის საფარი: ასფალტირებული&nb ...