აღწერა

აღწერა:

სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათის თემში. მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ. ჭახათიდან 26 კმ., ქობულეთიდან 44 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მესაქონლეობა, მეფუტკრეობა. სოფელში შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ხინოს საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა. ხინო საეპისკოპოსო ცენტრი XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე იყო. XIX საუკუნის 70-იან წლებში ხინოს მოსახლეობა დაახლოებით 300 კომლს შეადგენდა. ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იდგა სოფლის თავში, მდინარე კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე, ოთხკუთხა ქვის გალავნის შიგნით. დანგრევისას გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი სალაროთი და ეკვდერით. ტაძარი საბოლოოდ 1919 წელს დაანგრიეს.

როგორ მოვხვდეთ

როგორ მოვხვდეთ:

მიკროავტობუსი: ბათუმი-ქობულეთი,

მის: კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ.
ქობულეთიდან მიკროავტობუსი ჭახათის მიმართულებით.

მის: ქობულეთის ავტოსადგური.

მსგავსი ადგილები

მამუკას ციხე

ქობულეთი

ციხეები

ელიას ციხე

ქობულეთი

ციხეები

პეტრას ციხე

ქობულეთი

ციხეები