აღწერა

აღწერა:
დანდალოს თაღოვანი ხიდი IX-X საუკუნეებით თარიღდება. იგი ბათუმიდან 60 კმ-ის დაშორებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის მახლობლად მდებარეობს. ხიდი კლდოვანი ქანებით არის აგებული მდინარის ვიწრო ადგილას და მისი სიგანე 20 მეტრს აღწევს. ხიდი თხელი თაღითა და დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. ბურჯები კლდეზეა აღმართული, მათზე შემორჩენილია ხარაჩოების ბუდეების ფოსოები. ხიდის სავალი ნაწილი დაფარულია უსწორო ქვებით, მარცხენა ნაპირისკენ ხიდი მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით „უხვევს“. ხიდის ბურჯები კლდეზეა აღმართული. ხიდის პარამეტრები: ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე ბურჯიდან ბურჯამდე 35.9 მეტრია, სიგანე ხიდის შუა ნაწილში 2.7 მეტრია, ნაპირძე ბურჯებთან - 3.6 მეტრი. ბურჯიდან ბურჯამდე მანძილი 21.7 მეტრს აღწევს. სიმაღლე წყლის დონიდან თაღის ზემო ნაწილამდე 8.5, ხოლო წყლის დონიდან თაღამდე 7.6 მეტრია. დანდალოს ხიდი თხელი თაღითა და დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. ქვის თაღოვანი ხიდი საქართველოს ქვის თაღოვან ხიდებს შორის სანიმუშო ძეგლადაა მიჩნეული. ხიდი დღესდღეობით კარგ მდგომარეობაშია და ფუნქციონირებს.

 

მუნიციპალიტეტი:
ქედა

 

როგორ მოვხვდეთ:
მიკროავტობუსი ბათუმი-ქედა, ბათუმი-შუახევი, ბათუმი-ხულო,
მის: ბათუმის ძველი ავტოსადგური, მაიაკოვსკის ქ. №1.

 

სამუშაო საათები:
24/7

 

ფასი:
უფასო.

მსგავსი ადგილები