გოდერძის უღელტეხილი-შუამთის ტბები-წიფლნარი-ბეშუმი-ალპური ბოტანიკური ბაღი- გოდერძის უღელტეხილი

მარშრუტის სირთულე: საშუალო
მარშრუტის ტიპი: წრიული,სათავგადასავლო, ჯიპ-ტური,საცხენოსნო,საველოსიპედე
მარშრუტის საერთო სიგრძე: 33 კმ.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 1დღე
სიმაღლე ზღვის დონიდან: - 2430 .
ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივ

მარშრუტი აქტიურია გვიანი გაზაფხულიდან ოქტომბრის დასაწყისამდე

 

მარშრუტი მთლიანად ალპურ ზონაშია მოქცეული. იწყება ზღვის ზონიდან 2000 მ.-ზე მდებარე გოდერძის უღელტეხილიდან, რომელიც ბათუმიდან 109 კმ.-ის დაშორებით. გოდერძიდან 12 კმ.-ში, იაილებში მდებარეობს შუამთის ულამაზესი ტბები, რომელთა ირგვლივ მემთეურების ხის, პატარა  სახლებია განლაგებული. აქ გვიანი გაზაფხულიდან შემოდგომის დასაწყისამდე მსხვილფეხა პირუტყვთან ერთად ამოდიან ადგილობრივები. ამ სახლებში შესაძლებელია დასვენება და ტრადიციული კერძების მირთმევა.

შუამთის ტბებიდან წიფლნარის იაილების გავლით, რომელიც ზაფხულში ულამაზესი ალპური ყვავილებით ივსება, ავდივართ სამკურნალო ჰაერითა და წყლებით ცნობილ კურორტ ბეშუმში. კურორტი მდიდარია წიწვოვანი ტყეებითა და მდინარეებით.

კურორტ ბეშუმიდან, გოდერძისკენ მიმავალ გზაზე, უღელტეხილიდან 3 კმ.-ში აუცილებლად უნდა მოინახულოთ ალპური ბოტანიკური ბაღი.  ბაღში სეირნობისას, ბევრ საინტერესო რამეს იხილავთ. აქ თითქმის 10 ჰექტარზეა თავმოყრილი აჭარის სუბალპური და ალპური ზონებისათვის დამახასიათებელი ველურად მოზარდი 50 ოჯახის, 111 გვარისა და 161 სახეობის მცენარე და ჰაბიტატის მრავალფეროვნება. აქვეა მოწყობილი ალპური ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო პროექტი- ქვის ბაღი (როკარიუმი), სადაც 4000 კვ.მ. ტერიტორიაზე მცენარეებთან შერწყმული სპეციალური ქვების კომპოზიციებია წარმოდგენილი.

რადგან მარშრუტი წრიულია, ბოლოს ისევ საწყის წერტილს- გოდერძის უღელტეხილს ვუბრუნდებით.

მარშრუტი განსაკუთრებით რეკომენდირებულია სამთო ველოსიპედისტებისთვის.

მთლიანია მარშრუტი გამორჩეულია ულამაზესი ხედებით;

 

route

სხვა მარშრუტები

გადამფრენ ფრინველებზე დაკ ...

მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინ ...

სხალთა-ხიხანის ისტორიულ- ...

  მარშრუტის სირთულე: მარტივი მარშრუტის საერთო სიგრძე: 104,3 კმ. ხანგრძლივობა: 2 სთ 30 წთ. ...

მერისის ხეობა

    მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მან ...

მაჭახელას თოფის გზა

მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმი - სოფელი ზედა ჩხ ...

ახო - ხინო(დიდვაკე) - ხი ...

მარშრუტის საერთო სიგრძე - 45 კმ; საავტომობილო მონაკვეთის სიგრძე-11კმ; საფეხმავლო მონაკვეთის სიგრძე ...

ზამლეთი-ხიხაძირი-ჩირუხი-შ ...

მარშრუტის ტიპი: შერეული, საავტომობილო (მოკლე საფეხმავლო გადახვევებით);მარშრუტის სირთულე:&n ...