სოფლის ტურიზმის ფესტივალი - განდაგანა

 

 აჭარაში შემოდგომა მხოლოდ  მტევნებით დახუნძლულ ვაზსა და  ციტრუსის  ნარინჯისფერ ბაღებთან არ ასოცირდება. ზაფხულის შემდეგ, რეგიონის სტუმრებს ხავერდის და ფესტივალების სეზონი ელის.

შემოდგომის მზიან ბათუმს განსაკუთრებით უხდება  სოფლის ტურიზმის ფესტივალი- „განდაგანა“. ოქტომბრის დასაწყისში ქალაქი მთებიდან ჩამოტანილი ფერებით, სიჯანსაღით, ენერგიითა და ჰანგებით ივსება. ამ დროს ბათუმი თითქოს დროებით კარგავს ქალაქის სტატუსს და აჭარის მადლიან სოფლად გადაიქცევა, რასაც განაპირობებს ქალაქის მთავარ მოედანზე თავმოყრილი რეგიონის სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი დეკორაცია, სპეციფიური კულტურა, ტრადიციები, სამზარეულო და ფოლკლორი.

ფესტივალის სტუმრები ქალაქიდან გაუსვლელად მოგზაურობენ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში და შეიგრძნობენ აჭარული სოფლის ხიბლს. ორი დღის განმავლობაში საშუალება გეძლევათ დააგემოვნოთ ტრადიციული, უგემრიელესი, აჭარული კერძები და თავადაც მიიღოთ მონაწილეობა მათ მომზადებაში, სპეციალურ ფასში შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში და გამარჯვების შემთხვევაში სოფლის ნობათით დახუნძლული წახვიდეთ სახლში.

,,განდაგანა"-ს ფესტივალს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავს. ის ერთნაირად საინტერესოა ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის.  ფესტივალის პროგრამაც წინასწარ გათვლილია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს აჭარული კულტურა და ტრადიციები. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ - მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. ორი დღის განმავლობაში, ბათუმში მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი გმასპინძლობთ და   მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი პროდუქტებით წარმოგიდგებათ,ისევე როგორც ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით. ფესტივალისთვის დათმობილი არეალი თემატურ კუთხეებად არის დაყოფილი- ღვინის, რძის პროდუქტების, ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების ზონებად.  ამას გარდა, სტუმრებს შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში თვალი ადევნონ ფოლკლორულ შოუს, საღამოს კი თანამედროვე, ადგილობრივი ბენდების მუსიკით ისიამოვნონ.

ასე რომ, მზიანი ზაფხულის შემდეგ, ოქროსფერი, აჭარული შემოდგომა აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი სეზონი, რომელიც ბათუმში უნდა გაატაროთ !

ფესტივალის პროგრამა

სხვა ღონისძიებები

სოფლის ტურიზმის საერ ...

  დღესდღეობით ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში საკმაოდ

ფრინველებზე დაკვირვე ...

  გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი და  ყოველწლიურა

ქობულეთის ფესტივალი

  აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურუ

ზაფხულის ფესტივალი

  აჭარა განსაკუთრებით ანებივრებს რეგიონში ჩამოსულ სტუმრებს ფესტივალებითა და სხვადასხვა კულტურუ

ზამთრის ფესტივალი - ...

  მაღალმთიანი აჭარა უხვთოვლიანობით გამოიჩევა, რაც საოცრად მიმზიდველია წლის ამ პერიოდში დასვენე