სოფელი სახალვაშო ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 30 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი, ბათუმიდან 17 კმ-ით, ხოლო ქობულეთიდან 19 კმ-ითაა დაშორებული. აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში სახალვაშოში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა, რადგამ სახალვაშო გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ერთ-ერთი ძირითადი პლატფორმაა, აგვსტო-სექტემბერი კი ეკოტურიზმის ამ სპეციალიალობის მიმართულებით საუკეთესო პერიოდია. სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმრო სახლები.
როგორ მოვხვდეთ:
ბათუმიდან, სამარშრუტო ტაქსი: განრიგი - 08:30; 11:30; 14:30; 17:00; 18:30; 20:00; მის: წერეთლისა და ესენინის ქუჩების კვეთა.
ორგანიზებული ექსკურსია;
ტაქსი.
იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები
მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც ფრინველთა მიგრაცია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც აჭარაში. ფრინველთა მიგრაციის საოცარი სანახაობა სწორედაც რომ აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს. აგვისტოს შუა პერიოდიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, 32 სხვადასხვა სახეობის ათასობით მტაცებელი ფრინველი აჭარის 10-კილომეტრიან სანაპირო ზოლს გადაუფრენს. თუ გსურთ მიგრაციის პიკის მოწმე გახდეთ, უნდა დაამთხვიოთ თქვენი ვიზიტი სექტემბრის ა ...