სოფელი ხინოწმინდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 315 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ბათუმიდან 73 კმ-ით, ქობულეთიდან კი 48 კმ-ითაა დაშორებული, ხინოწმინდა მთლიანად კინტრიშის ეროვნული პარკითაა გარშემორტყმული. სოფელში ფუნქციონირებს ერთი საოჯახო სასტუმრო სახლი, არის კეთილმოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ხინოწმინდამდე 16 კმ-ში განთავსებულია რეინჯერების საგუშაგო და სასტუმრო. იქვე ნახავთ თამარ მეფის ეპოქის თაღოვან ხიდს. სოფლიდან 12კმ-ში მდებარეობს ტბიყელის ტბა.
რა ვნახოთ:
ხინოს ნაეკლესიარი;
როგორ მოვხვდეთ:
სამარშრუტო ტაქსი ბათუმი-ქობულეთი, რომელიც ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადის. (მის: ი.გოგებაშვილის N54); ფასი - 1.5 ლ;
ქობულეთის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსი სოფელ ჭახათამდე, რომელიც დღეში რამდენჯერმე გადის. ჭახათიდან 26 კმ-ის გავლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი;
ორგანიზებული ექსკურსია;
ტაქსი.
იხილეთ ამ ულამაზესი ადგილის მარშრუტები
მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო, საცხენოსნო, საველოსიპედო, საავტომობილო (4/4)მარშრუტის სირთულე: საშუალომარშრუტის ტიპი: ქსელურიმარშრუტის ხანგრძლივობა: 2- 3 დღესიმაღლე ზღვის დონიდან: 2519 მ.ფიჭური ქსელის დაფარვის ზონა: ნაწილობრივიმარშრუტზე მოგზაურობა რეკომენდებულია: მაისი -სექტემბერი მარშრუტის აღწერა სოფ. ჭახათიდან: მარშრუტი სოფელი ჭახათიდან იწყება და გზის ძირითადი ნაწილი კინტრიშის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გადის. მარშრუტს & ...