ქედა

მანძილი ბათუმიდან: 40 კმ

ფართობი: 452 კვ/კმ

მოსახლეობა: 21.2 ათასი

www.keda.ge

მეღვინეობაქართველთა უძველესი საქმიანობაა. აჭარაში მეღვინეობის კერად მიჩნეულია ქედის მუნიციპალიტეტი. აქ რამდენიმე ათეული  ჯიშის  ყურძენი ხარობს, რომელთაგან  ყველაზე  ცნობილი  ქედის  ცოლიკაური და ჩხავერია. ჩხავერი იშვიათი  ჯიშის  ყურძენია,  რომლისგანაც ვარდისფერი  ღვინო  მზადდება, ხოლო  ცოლიკაური  ყველაზე გავრცელებული  თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომლისგანაც სუფრის ღვინო ცოლიკაური ამზადებენ. ქედის რაიონის სოფლებში, სადაც  მოსახლეობა  პროფესიონალურად  მისდევს მეღვინეობას,  ზემოთ ნახსენები  ღვინოების  დაგემოვნება  პირდაპირ  მარნებში შეიძლება.  ქედა  მდიდარია ჩანჩქერებით, როგორიცაასოფელ მერისის, მახუნცეთისა და  - გობრონეთის ჩანჩქერები, მდინარეებით  და  ისტორიული ღირსესანიშნაობებით,  ქვის თაღოვანი ხიდებით,  ციხესიმაგრეებით  და   ტაძრების  ნაშთებით,   მუზეუმებითა  და  ტრადიციული აჭარული სოფლებით. საოჯახო სასტუმრო სახლების  და  კვების ობიექტების  სიმრავლე, ქედაში  დასვენებას   სასიამოვნოსა და დასამახსოვრებელს ხდის.

ძირითადი აქტივობები ქედაში:

1.     დააგემოვნებთ ადგილობრივი წარმოების ვაზის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოსა და ჭაჭას;

2.     ისწავლით  აჭარულ პოლიფონიურ სიმღერას  ადგილობრივ პროფესიონალი შემსრულებლებისგან;

3.     გასინჯავთ   მდინარის  კალმახს და  დააგემოვნებთ   კოკოტაურის მინერალურ  წყალს;

4.     შემოდგომაზე მონაწილეობას მიიღებთ ადგილობრივ მეღვინეებთან ერთად   ყურძნის კრეფასა და ღვინის დაწურვის პროცესში.

5.     გადაიღებთ შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ფოტოებს ქედის სოფლებში, მახუნცეთისა და დანდალოს ისტორიულ ხიდების ფონზე;

 

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები ქედაში:

 ქვის თაღოვანი ხიდი მახუნცეთში(XII საუკ.);

ქვის თაღოვანი ხიდი დანდალოში(X საუკ.);

მიწის  ხიდი  საღორეთში (XI-XII საუკ.);

ცივასულას ციხე(XII-XIII საუკ.);

საღორეთის ციხე (XI-XII საუკ.);  

გულების ციხე(XII-XIII საუკ.);

ზენდიდის ციხე (XVII-XIX საუკ.);

ძირითადი ადგილები ქედაში, სადაც შეიძლება ღვინის მარნებში სტუმრობასა და  ღვინისა და ჭაჭის შეძენას:

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში  პირველი მაისი, ვაიო, დანდალო, გეგელიძეები,კორომხეთი, მერისის ხეობა, გობრონეთში არის  საოჯახო სასტუმრო სახლები, სადაც შეიძლება  ღამისთევა და  დასვენება ერთი ან სულაც რამდენიმე დღით, ადგილზე შეძლებთ ტრადიციული აჭარული სოფლის  ყოფა- ცხოვრების  გათავისებას, ნატურალური პროდუქტებისგან მომზადებული კერძების დაგემოვნება,  კულინარულ მასტერ კლასებში მონაწილეობის მიღება და სიმღერის შესწავლაც კი.

ღამისთევა სამჯერადი კვებით  ფასი 50 ლარიდან.

მარკირებული  საფეხმავლო მარშუტები: გობრონეთი -ლატევრა

ტრანსპორტი:

მიკროავტობუსები ქედის მიმართულებით გადის  ბათუმის  ძველი ავტოსადგურიდან ყოველ ერთ საათში,

 მისამართი: მაიაკოვსკის ქ. №1 მგზავრობის ღირებულება  შეადგენს 3-4 ლარი.

 შიდა სასოფლო ტრანსპორტი კი გადის უშუალოდ ქედის რაიონული ცენტრიდან.

მარშრუტები

ღვინის ტური აჭარაში

    მარშრუტის დასაწყისი: სოფელი აჭარისწყალი  მარშრუტის სიგრძე ბათუმიდან  ...

მერისის ხეობა

    მარშრუტის ტიპი – საავტომობილო მანძილი ბათუმიდან ქედამდე – 40 კმ. მან...

მოგზაურობა აჭარულ სოფელში...

    მარშრუტის ტიპი - საავტომობილომანძილი ბათუმიდან - 55 კილომეტრიმანძილი ქედიდან - 10 კი...