ხელვაჩაური

მანძილი ბათუმიდან: 10 კმ.
ფართობი: 356 კვ/კმ
მოსახლეობა: 62  ათასი.
www.khelvachauri.ge

მაჭახელა - ისტორიული ხეობაა. იგი ცნობილია თოფი მაჭახელას და საოჯახო ხანჯლების ისტორიით, კულტურულ ისტორიული ძეგლებითა და ეროვნული პარკით. აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ძველი ხელოსნების შთამომავლებს და მათთან ერთად გაიგებთ მაჭახელას თოფისა და ხანჯლის  დამზადების თავისებურებების შესახებ. ხეობაში შესაძლებელია მაჭახელას ეროვნული პარკის მონახულება. პარკი ზღვის დონიდან 300- 350 მ- ის სიმაღლეზე მდებარეობს. მოგზაურობის მოყვარულებს შეუძლიათ მოაწყონ ექსკურსიები მაჭახელას ეროვნულ პარკის ორ, მთავარანგელოზისა(8.3კმ.) და ქოქოლეთის (6 კმ.) ტურისტულ საფეხმავლო ბილიკზე. ხოლო ეთნოგრაფიის და ისტორიის მოყვარულები უნდა წახვიდეთ ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ - ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ის განთავსებულია ყოფილი მეჩეთის სამსართულიან შენობაში. მუზეუმში წარმოდგენილია ხეობისთვის დამახასიათებელი არაერთი უნიკალური ექსპონატი. ცხემლარას თაღონავი ხიდი, გვარაც ციხე, II მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი და ამბრაზურა, ძველებური საწნახელები, ღვინის სარდაფები, ძველი ციხეების ნანგრევები ეს ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ მაჭახელას ხეობაში. ამასთანავე აქ გაჩერდებით ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებში ერთი ან რამდენიმე დღით, რომელიც თქვენს დასვენებას უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ძირითადი აქტივობები ხელვაჩაურში:
1. გაისეირნებთ ველოსიპედით სოფელ მივეთში, სადაც დატკბებით სოფლის მშვენიერი ხედებით;
2. მოაწყობთ ექსკურსიებს გვარას ციხეზე, საიდანაც იშლება მთლიანი ხეობის მშვენიერი ხედები;
3. გაისეირნებთ მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ საფეხმავლო ტურისტუ ბილიკებზე;
4. გაისროლოთ თოფიდან მაჭახელადან.

ძირითადი მოსანახულებელი ობიექტები ხელვაჩაურში:
ქვის თაღოვანი ხიდი სოფელ მირვეთში: (XII),
ცხემლარას თაღოვანი ხიდი (XII ),
ჩხერის ტაღოვანი ხიდი (IX-X),
ქოქოლეთის თაღოვანი ხიდი,
მახოს ხიდი,
გვარას ციხე(VI),
ჩიქუნეთის ციხე,
ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
ლაზების ეთნოგრაფიული მუზეუმი,
სევე წმინდა სამების ეკლესია, პანტელეიმონის სახელობის ეკლესია ორთაბათუმში, ანდრია პირველწოდებულის სახელობის შუასაუკუნეების ეკლესია.

სოფლები ზედა და ქვედა ჩხუტუნეთში, კოსტანეთში და ჩიქუნეთში შეგიძლიათ ღამისთევა საოჯახო სასტუმროებში ერთი ან სულაც რამდენიმე დღით, სადაც უკეთ შეიგრძნობთ ტრადიციული აჭარული სოფლის ხიბლი, აქვე დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძებს, მიიღოთ მონაწილეობა კულინარიულ მასტერ კლასებში.
ღამისთევა სამჯერადი კვებით ღირებულება  40-50 ლარი

მარკირებული მარშუტები: "მაჭახელას თოფის გზა", მარშუტები სოფლებში ჩიქუნეთი, კოსტანეთი.

ტრანსპორტი
მიკროავტობუსები გადის ბათუმის ძველი ავტო სადგურიდან ყოველ ერთ საათში ერთხელ (მგზავრობის ღირებულება 2-3 ლარი).
მის: მაიაკოვსკის  ქ.№1

მარშრუტები

მაჭახელას თოფის გზა

მდებარეობა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიმარშრუტის დასაწყისი / დასასრული:  ბათუმი - სოფელი ზედა ჩხ...

ველომარშრუტი ბათუმი-მირვე...

    მარშრუტის ტიპი: წრიული მარშრუტის სიგრძე - 50 კმგზის საფარი - ასფალტირებული, სასოფლო ...